0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. განსაკუთრებით მამაკაცი ვერძებისთვის. ეცადეთ, ნაკლები სიჯიუტე და აგრესია გამოავლინოთ. ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან მაინც არაფერი გამოგივათ. ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტს ნუ ელით. ახლობლების შენიშვნაზე ნუ გაღიზიანდებით და საკუთარ თავს უფრო კრიტიკულად მიუდექით. მეტი ყურადღება და სიყვარული გამოავლინეთ ახლობლების მიმართ.

კურო

ამ დღეს მაღაზიებში ნაკლები იარეთ და საკუთარ ფინანსებს მეტად გაუფრთხილდით. უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე და სარისკო ოპერაციებზე. ახლობლებზე მეტისმეტად ბევრს ზრუნავთ. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.

ტყუპები

ვარსკვლავები თქვენ მიმართ უწინდებურად კეთილგანწყობილი არიან. გულუხვად გაუნაწილეთ გარშემომყოფებს თქვენი წარმატება. გამორიცხული არაა, რომ ყველა მხრიდან საქმიანი თანამშრომლობის წინადადებები მიიღოთ. წარმატების მიღწევის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ამ დღეს სახელოვნებო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენლებს ბედი ყველაზე მეტად წყალობთ. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გაიძულებთ, სადღაც გაემგზავროთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებისგან. თქვენი წარმატება დამოკიდებულია მოთმინებასა და თავშეკავებაზე. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ემოციებმა არ გძლიოთ, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

ლომი

მამაკაცი ლომებისთვის წარუმატებელი დღეა. პრინციპულობამ, მომთხოვნელობამ და კატეგორიულობამ შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე ან პარტნიორი დაგაკარგვინოთ. ლომ ქალებს შეიძლება უსაფუძვლო ეჭვიანობა დაეუფლოთ. გაითვალისწინეთ, თუ პარტნიორმა სხვას გაუღიმა, ეს ღალატი არ არის.

ქალწული

ეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ და სერიოზული არაფერი დაგეგმოთ, რადგან მაინც არ გამოგივათ. ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ზედმეტი არ მოითხოვოთ. საღამო კულტურულ დასვენებასა და ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

სასწორი

რთული დღეა. ოჯახური საქმეების მუშაობასთან შეთავსება მოგიწევთ. წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოთმინებით მიიწევთ მიზნისკენ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზომიერება შეინარჩუნოთ. ზედმეტმა ემოციებმა შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღეს ძველი კავშირები და ოჯახური ურთიერთობები საეჭვოდ გეჩვენოთ. მძიმე არჩევანი გელით. თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ. ამ სიმპტომებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ეს ორგანიზმის დასუსტებაზე მიანიშნებს.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები თქვენ მიმართ კვლავინდებურად კეთილგანწყობილი არიან, თუმცა უმჯობესია, ამ დღეს თქვენთვის ჩვეული საქმეებით დაკავდეთ ან უკვე დაწყებული საქმე დაასრულოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რისკისა და საფრთხეების სიყვარულმა შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ ან ახლობელ ადამიანთან კამათის მიზეზი გახდეს. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ალკოჰოლურ სასმელებს.

თხის რქა

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. ეცადეთ, დროის უმეტესი ნაწილი ოჯახურ გარემოში, შვილებთან და ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში კი კულტურული ღონისძიებები დაგეგმოთ ან მეგობარს სტუმრად ეწვიოთ.

მერწყული

დაკარგული კონტაქტების აღდგენის დღეა. შესაძლოა, წარსულში თქვენთვის ძალიან ძვირფასი და საჭირო ადამიანები ისევ გამოჩნდნენ თქვენს გზაზე. გამორიცხული არაა, რომ წარსულის შეცდომები და გაუგებრობები გამოასწოროთ. ეცადეთ, ზედმეტი გულახდილობისგან თავი შეიკავოთ და თქვენს სამომავლო გეგმებზე არავისთან არ ილაპარაკოთ.

თევზები

პასიური დღეა. თევზებო, ეცადეთ, ამ დღეს დინებას მიჰყვეთ და მოვლენების ჩვეული მიმდინარეობა არ შეცვალოთ. ამ შემთხვევაში უსიამოვნებების უმეტესობა თავისით გაქრება. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. ნებისმიერ შემთხვევაში მომავალს ოპტიმიზმით უყურეთ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები