0 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

სოფელ ერგეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა. რუსუდან კოკობინაძე დღეს, 3 დეკემბერს გარდაიცვალა. უნგიაძის ინფორმაციით ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ძლიერი სუნთქვის უკმარისობა, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ რუსუდან კოკობინაძეს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება ახალშობილს, ექიმის თქმით ბავშვი ჯანმრთელია და ის სახლშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები