1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩვენ არ ვითხოვთ არც ტიტულს,არც წოდებას,არც ტაშს და არც ფოიერვერკებს, უბრალოდ თავი შეიკავოს ყველამ ექიმის და ამ ვითარებაში განსაკუთრებით სასწრაფოს ექიმების დაკნინებისგან!"

სასწრაფო დახმრების ერთ ერთი ექიმი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც საკმაოდ ემოციური და დამაფიქრებელია

"სასწრაფოს თანამშრომლები საქართველოში პანდემიის დაწყების წუთიდან ვართ განსაკუთრებულ რეჟიმში გადასულები,თუ რაიმე რესურსი გაგვაჩნია,ფიზიკური თუ ემოციური ვდებთ ყველა იმ მისამართზე, სადაც მივდივართ, შევითავსეთ იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე ჩვენს სამსახურს ევალება, გავხდით ოჯახის ექიმებიც, ფსიქოლოგებიც და ტაქსისტებიც ამასთან ერთად. 

 

 ყველა პაციენტის ემოცია ვაქციეთ პირად ემოციად, საკუთარი ოჯახის წევრის სიკეთესავით გვახარებს  პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და ასევე საკუთარი ოჯახის წევრის სახლში დატოვებასავით განვიცდით ეს თუ ვერ ხერხდება.

 

ამასთან,  რატომღაც უკვირს ბევრს და კი, ჩვენც ვინფიცირდებით,რადგან დიახ,  ექიმებს სხვებზე  ცუდი იმუნიტეტი გვაქვს ამდენი სტრესის,გადაღლის, მოსწრებაზე კვების და უძილობის გამო, იზოლაციაში ვტოვებთ ჩვენს სიცხიან შვილებს, ბებო-პაპებს, მშობლებს,ძმებს,მეუღლეებს და სხვების ოჯახებში მივდივართ!

 

ამ სიტუაციაში არ დავდივართ არც "შავ პარასკევზე", არც მეგობრების განსაკუთრებულ დღეებზე, არც გასართობ ცენტრებში!

 

სასწრაფოს  მისამართზე დაგვიანება არაა სასწრაფოს ბრიგადების ბრალი და თავი შეიკავეთ თითის ჩვენსკენ გამოშვერისკენ,ვინც ამას ცდილობს!

 

კლინიკაში პაციენტის ვერ მოხვედრა არ არის სასწრაფოს ბრიგადის ბრალი და ასევე თავი შეიკავოს ყველამ ჩვენზე თითის გამოშვერისკენ! 

 

სასწრაფოში მუშაობენ იმაზე ჭკვიანი,გამოცდილი და მორალური ადამიანები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ნურავინ შეეცდება ჩვენი რგოლის დაკნინებას მითუმეტეს ახლა,როდესაც მხოლოდ ჩვენ შევდივართ ყველა ინფიცირებულის ოჯახში.

 

დიახ, ჩვენ გმირები ვართ იმ წუთიდან, როდესაც პროფესიად სხვა ადამიანების გადარჩენა ავირჩიეთ, როდესაც საკუთარი ნებით სიცოცხლის ბოლომდე სწავლა გადავწყვიტეთ და თუ ვინმეს დააინტერესებს დღეს ექიმის შემოსავალი ბევრად მცირეა საქართველოში, ვიდრე პირობითად "შილაქის" სპეციალისტის.

 

ჩვენ არ ვითხოვთ არც ტიტულს,არც წოდებას,არც ტაშს და არც ფოიერვერკებს, უბრალოდ თავი შეიკავოს ყველამ ექიმის და ამ ვითარებაში განსაკუთრებით სასწრაფოს ექიმების დაკნინებისგან!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები