1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,უკვე მჯერა რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა,არც მიწა...და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება" - ანა ლაშხელი-ონიანის წერილი გარდაცვალებამდე


მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი გარდაიცვალა.  როგორც თავად რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა მას სიმსივნე ჰქონდა. ანამ რამდენიმე დღის წინ თავისი დაავადების შესახებ სოციალური ქსელით გვამცნო. 28 სექტემბერს დაწერილ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"არასოდეს არავინ თქვას არასოდეს...

უკვე მჯერა რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა,არც მიწა...და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.

20 დღიანი შოკის,ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს.არ ვიტყვი რა.იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები,არც სიბრალულს არც თანადგომას.ეს მე უნდა ავაკეთო.დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისვის,ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის.დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას,რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით,ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები.ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება.მე არაფრის მეშინია.პირიქით,ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან,დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან,ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება.მოვრჩი წუწუნს.ახლა მადლობების სერია.1.მადლობა ღუდუშაურის შინაგან სნეულებათა მთელს განყოფილებას.ექიმებს,მედ პერსონალსაც კი,ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის.მადლობა უსაყვარლეს Tiko Kuchukhidze ს,რომელიც ადამიანობის ეტალონია.ბატონ კახა ვაჭრიძეს,რომელიც სიტყვითაც კურნავს ადამიანებს.#თოდუას მთელ კოლექტივს,რომლებსაც მთელი გულით ვიყავი მინდობილი ეს დღეები.მე დღეს ვიცი რომ საქართველოში გაწირული არ ხარ,რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები.მიუხედავად იმისა რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას,ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ.ვიცი ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე,ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს.მადლობა უფალს რომ მომცა შანსი ბრძოლის,იმედის...

მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს,რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები,რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება ვიცი.
მადლობა ყველას ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები,ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ,რომ თქვენთვის მეთქვა,მე არაფრის მეშინია.ყველაფერი არის და იქნება კარგად.

მე დავწერ წიგნს- მე დავამარცხე კიბო"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...