1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ორი წლის თუთამ ლეიკემია დაამარცხა

ორი წლის თუთა ცქიტიშვილმა ლეიკემია დაამარცხა. ულამაზესი პატარა გოგონა, რომლის სიცოცხლისთვის ბრძოლამაც მთელი საქართველო გააერთიანა, უკვე რამდენიმე თვეა, გერმანიაში  მკურნალობს და მან ამ საშინელ დაავადებაზე გამარჯვება მოახერხა.

ანკა ბერიშვილი (თუთას დედა): ქიმიოთერაპიით მკურნალობა იანვარში, აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ, არცერთი წამი არ გვქონდა დასაკარგი. პირველი ბლოკი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ დამამთავრებელი ეტაპი ორგანიზმისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ბავშვს ჰქონდა სისხლდენა, პირღებინების და კუჭში გასვლის დროსაც სისხლს აყოლებდა. ეს პერიოდი ძალიან რთულად გადავიტანეთ. შემდეგი ბლოკი შედარებით მარტივი აღმოჩნდა, სისხლდენები აღარ აწუხებდა, მაგრამ სხვა პრობლემები შეიქმნა – ვერაფერს ჭამდა და ძირითადად, გადასხმებზე იყო, მაგრამ აქაც „გამოძვრა“. მესამე ბლოკი თუთასთვის კატასტროფა აღმოჩნდა, ყველაზე მძიმედ გადაიტანა. მკურნალობა ორი თვე გაგრძელდა. მთლიანად წოლით რეჟიმში, ძირითად შემთხევევებში ჟანგბადზე იყო მიერთებული. ბლოკებს შორის ორკვირიანი შესვენებები გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდშიც ტაბლეტურ ქიმიოთერაპიას იღებდა, ასე რომ, იმ ყველაფერს შესვენებაც არ ერქვა. ბოლო, მეოთხე ბლოკი შედარებით მსუბუქად გადაიტანა და რამდენიმე დღის წინ, უკანასკნელი ქიმიოთერაპია გადაუსხეს. ახლა წინ გვაქვს ორკვირიანი დაკვირვების პერიოდი. ამ დაკვირვების შემდეგ განსაზღვრავენ, კიდევ რამე იქნება საჭირო თუ არა. ამ კლინიკაში თითქმის ყველა პალატა მოვიარეთ და ისე დაემთხვა, რომ ბოლო გადასხმა სწორედ იმ პალატაში გაუკეთეს, საიდანაც მკურნალობა დავიწყეთ. 
– რაც იმას ნიშნავს, რომ სასიხარულო ამბები გაქვთ თუთას გულშემატკივრებისთვის.

– ასეა. რემისიაზე მალევე გავედით, მაგრამ კურსი აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო, რათა განმეორების საშიშროება არ დადგეს. ამ დაავადებას არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, ამიტომ იყო აუცილებელი ოთხივე ბლოკის დასრულება. ამის შემდეგ თუთას ენიშნება ორწლიანი დაცვითი ქიმია, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებს ტაბლეტის სახით და ორ კვირაში ერთხელ ანალიზებით კონტროლი, პასუხებს კი აქ გამოვაგზავნით. მისთვის გაციება და პატარა ვირუსებიც კი საშიშია, რადგან იმუნიტეტი დაბალი ექნება და ამ მხრივ, სიფრთხილე გვმართებს. მაგრამ რაც მთავარია, ლეიკემიის მაჩვენებელი სისხლში აღარ არის. ბავშვს შეუძლია ჩვეული რიტმით გააგრძელოს ცხოვრება. მომდევნო ორი წლის მკურნალობა კი იმას ემსახურება, რომ განმეორების რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.
http://tbiliselebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...