2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მეტროში არ შეხვედრია ქალი , ვინც ხატავს.ანგელოზივით შვილი დაეღუპა…“

 ფეისბუქ მომხმარებელი  ლუკა კუხიანიძე  სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს :

„მეგობრებო, მინდა ჭრილი გავაკეთო, ანუ გადავუხვიო და ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც მეტროთი მგზავრობს ან უმგზავრია და მით უფრო თუკი იმგზავრებს.

არ მეგულება რა ადამიანი, ჩემ გარშემო, და ზოგადად, ვისაც ვაგონში არ შეხვედრია ქალი წმინდა, ვინც ხატავს. შედის, ჯდება სკამზე და ვიღაცას ხატავს უნებლიეთ. ეს ქალბატონი იყო პედაგოგი, ჰყავდა შვილი, ალბათ, ანგელოზივით, შვილი ხომ საკუთარ თავზე კარგია… დაეღუპა. სკოლიდან გაათავისუფლეს.

ჯდება სკამზე და ვიღაცას უნებლიეთ ხატავს. მერე, ტრადიციისამებრ, კაპიკს ითხოვს. არასოდეს არა ჰგავს ნახატი დანახატს, მე მგონი, რაც ამ საქმეს აკეთებს, ვერასოდეს გამოუვიდა, რომ ვისაც ხატავს, ის იყოს ქაღალდზეც. რადგან ის, ვისაც ხატავს, თავისივე შვილია.

ვბრაზობთ, ხურდას არ ვაძლევთ, რომ არ მენახა საკუთარი თვალებით, ვერ გავბედავდი მეთქვა, რომ, ხშირად, დავცინით.

მოვითხოვ შენდობას, თუკი ჩემი ეს მიმართვა ისე ჩანს, თითქოს რომ წმინდა წყლის ჭეშმარიტებას ვღაღადებდე, მაგრამ მიზანი, რატომაც ვწერ, არის ის, რომ მე მებრალება ყველა, ვინც საკუთარ თავზე ვერასოდეს იტყვის სიმართლეს როცა მართალია და მთქმელიც არავინ ჰყავს-რა, ირგვლივ.

შემთხვევითობა ისეთი არალოგიკურია, რომ ყველას ანაზდად დაგვატყდება თავს, რა ვიცით, ვის რას გვიქადის ბედი. შემთხვევითობაა გარდაცვალება მართლაც აბა რა… რამდენი ფუჭი სიცოცხლე მინახავს.

ლამაზია, როგორც ხატები, გამხდარი, როგორც უფულო და ქერა, როგორც ყვითელი.

იქნებ რომ უშედეგოდ არ ჩაიაროს ამ მიმართვამ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუთხროთ თქვენ, რაც მე ასე გიამბეთ. იქნებ გვიხაროდეს, რომ

ნაცვლად საკუთარი თავისა, ქაღალდზე ბედისწერის შემთხვევითობას ვნახავთ.

და მერე რა მოხდა, თუკი ნახატზე ჩვენ არა ვართ, ყველა ბავშვი ხომ ერთმანეთსა ჰგავს.

დიდად მადლობელი ვარ, მაპატიეთ ასეთი პოსტისთვის და, იმედია, ბევრი გაიგებს, რა, ან ყველა“, აღნიშნულია სტატუსში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...