0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დავით როსტომაშვილის შვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

იუმორისტ დავით როსტომაშვილის შვილი, ხატია როსტომაშვილი, უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილის მიერ, მამამისის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ უსაფუძვლო ჭორი და ცილისწამებაა.

"მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის "მევახშეა" და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა "მევახშის" განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს. 


 


სახალხოდ მინდა მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასოდეს, არავინ იცის მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება, ამიტომ არ უნდა აყვე და მისცე ბოროტებას საშუალება ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე, მიყვარს საქართველო და ვთვლი რომ პატრიოტი ვარ, თუმცა, დღითიდღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია. თუმცა რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავეს აპატიმრებ და რამოდენიმე საათში ე.წ. კაპეზედან გაგექცევა. გაქცევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს 21-ე საუკუნისათვის ფაქტიურად დაუჯერებელიც არის. ნეტავ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ქურდული გაგება? კაი ბიჭის ძმა? თუ...  საქართველო დღეს უსუსური და დაუცველია. ნუ გაბოროტდებით და ნუ გაცვლით ყველაზე ღირსეულს დროებით ბედნიერებაში... თუ არავის და არაფრის გეშინიათ, შეგახსენებთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ!"-წერს ხატია როსტომაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. 

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები

    • 17:25

      20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

      მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

    • 19:11

      სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

      ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

    • 17:05

      თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

      🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

    • 16:28

      ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

      გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

    • 00:11

      ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

      ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

    • 19:26

      ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

      რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

    • 14:40

      ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

      9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...