0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ICT ტექნოლოგიების გამოყენებაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის, ბატონი რაიმონდს ვეიონისის (Raimonds Vējonis) ვიზიტის, კერძოდ,  ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ფარლებში,   ლატვიურ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კლასტერსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საბჭოს (ICT)  შორის ხელი მოეწერება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მნიშვნელობას საქართველო - ლატვიის IT ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ლატვიური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება, კვლევა, პროექტების განხორციელება და მულტიინდუსტრიული თანამშრომლობა წარმოადგენს. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე  დაგეგმილია წარმატებული ქეისების, მეთოდების, რესურსების გაზიარება, მათ შორის, განათლების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ფართო მოსახლებისთვის დარგისა და ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობის წარმოჩენა .

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ ინოვაციურ და ახალ მიმართულებებსა და ტენდენციებს, როგორიც არის: ქლაუდ ტექნოლოგიები (Cloud Technologies), ხელოვნური ინტელექტი (AI), ბიგ დატა (Big Data) და სხვა.

ლატვიური IT კლასტერის, ბორდის წევრის,  გატის ოშის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას ლატვიასა და საქართველოში, რაც გაუხსნის გზას კომპეტენციისა და ცოდნის ექსპორტს ქვეყნების საზღვრებს გარეთ. 

„თანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს  ლატვიას და მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეების ექსპორტი და უფრო მეტად განავითაროს  ქვეყნის მიერ შეთავაზებული სერვისები. ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, ლატვია შეძლებს უფრო მეტი ყურადრების მიქცევას და პოზიციონირებას, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტების ქვეყანა და მიიზიდავს ახალგაზრდა თაობას მაგალითად საქართველოდანაც, ახალი მიდგომების შესწავლის მიზნით“ -  განაცხადა გატის ოშმა.

 

მემორანდუმის ხელმოწერის ერთ-ერთი აქტიური ხელშემწყობი და ინციიატორი კომპანია სქუალიო“ წარმატებით ოპერირებს საქართველოში უკვე ექვსი წელია და მისთვის ცნობილი და მნიშნელოვანია ის პოტენციალი,  რაც ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

„საქართველოში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის ლატვიელი სპეციალისტების მაღალი დონის განათლებისა და გამოცდილების შესახებ ცნობილია. უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოში აღნიშნული სფერო, ასევე ძალიან კარგად არის განვითარებული,  ამ მიმართულებით კერძო სექტორში მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება. ჩვენი ექსპერტები საქართველოში, რამდენიმე კომპანიაში უკვე აქტიურად ახორციელებენ მუდმივ აუდიტებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურდა  ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართ ინტერესი, რაც ჩვენი სპეციალისტების კიდევ უფრო მეტ ჩართვას მოითხოვს“ - განაცხადა ვლადიმირს ისაევსმა (Vladimirs Isajevs), კომპანია „სქუალიო“-ს  რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, უკრაინასა და ყაზაღეთში.

ლატვიური IT  კლატერი წარმოადენს ლატვიური IT კომპანიების ასოციაციას, რომლის მიზანია ექსპორტისა და ინოვაციური გადაწყვეტების ხელშეწყობა. ასოციაცია შედგება 35 წევრი კომპანიისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...