0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, ინგლისურად ლაპარაკიც აგვიკრძალეს.. ეროვნების გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდი" - ხოფერიას შვილის სკანდალური განცხადება ინგლისიდან

ჟურნალისტ, ეკა ხოფერიას შვილი, ანანო ლევიძე ეროვნების გამო "ბულინგის" მხვერპლი გახდა. ანანო უკვე 5 თვეა, რაც ინგლისში ვცხოვრობს. უცვლელად გთავაზობთ მოზარდის სკანდალურ სტატუსს,რომელიც მან ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა: 

 "მაპატიეთ თუ ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა შეგხვდებათ ამ პოსტის კითხვის დროს, უბრალოდ მინდა გამოვხატო ჩემი აზრი დღევანდელი ინციდენტის შესახებ. უკვე 5 თვეა რაც ინგლისში ვცხოვრობ და ამ დღემდე არ ვყოფილვარ ე.წ „ბულინგის“ მსხვერპლი ჩემი ეროვნების გამო...ბიზნესის კურსზე ახალი მასწავლებელი დამინიშნეს, რომლის შესახებაც ჩემი მეორე კურსელი მეგობრისგან ვიცი, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, პუტინი უყვარს, „Brexit”-ის მომხრეა და მოკლედ რომ ვთქვა რასისტია, რომელიც განსაკუთრებით ზიზღით გვეპყროპა სხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის ქართველებსაც. ძალიან მწყინს, როდესაც თემის განხილვისას მხოლოდ უცხო ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, საქართველოზე კი იმასაც მეკითხება კოკა-კოლა საერთოდ იცით თუ არა რა არისო? (თანაც ძალიან აგდებით). ისიც უკვირს, რომ ჩვენ უკრაინის არსებობის შესახებ გაგვიგია. სამწუხაროა, რომ ესეთ გარემოში მიწევს სწავლა. დამერწმუნეთ ძალიან რთულია, როდესაც მასწავლებელი მეასედ მამეორებინებს ნათქვამს იმის გამო, რომ ჩემი აქცენტი მისთვის თითქოსდა გაუგებარია...
ამ მშვენიერ დღეს უფრო მშვენიერი გაგრძელება მოჰყვა. დღეს მე და ჩემმა ქართველმა მეგობრებმა „მაკდონალდსში“ ჭამა გადავწყვიტეთ, როდესაც იქ ყოფნისას რაღაც მომენტში 15 კაციანი 13-14 წლის ბავშვების ჯგუფი ჩვენ წინ „დასხდა“. პატარა პერიოდის შემდეგ, ლაპარაკისას, ვიგრძენი ერთი გოგოს ზიზღით სავსე მზერა, რომელმაც ჩემი გამოხედვისას წარბაწეულმა ჩხუბი დამიწყო რატომ მაშტერდებიო. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ მოზარდების ეს ჯგუფი რასაც ქვია თავზე დაგვაჯდა და ჩვენი ეროვნების გამო შეურაცხმყოფელი ლაპარაკი დაიწყეს (რომ გაუგებარი აქცენტი გვაქვს, რას ვგავართ, ... ა.შ) მათი ცოდნის მიხედვით საქართველო ინდოეთი ყოფილა სადაც გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. ამ თემას მოაყოლეს „შეხედე რა აცვიათო“. ბოლოს კი ინგლისურად ლაპარაკიც აგვიკრძალეს "არ იცით და ნუ ლაპარაკობთო". ყველაზე საწყენი ამ მომენტში უზრდელი ბავშვების ქცევა კი არა, გარშემომყოფი ზრდასრულების, მათ შორის პერსონალის, სრული იგნორი იყო ამ სიტუაციის შემხედვარე. (პერსონალი ჩვენს მისვლამდე საერთოდ არ ერთვებოდა ამ პროცესში).
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე დისკრიმინაციისა და „ბულინგის“ მსხვერპლი გავხდებოდი. მინდა გითხრათ იმ ქართველებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ საქართველო წუმპეშია და ქართველ ხალხზე საშინელი ამ ქვეყანაზე არ დაიარება - ძალიან ცდებით, არსად მინახავს საქართველოზე მოსიყვარულე ერი. მსგავს სიტუაციაში საქართველოში ალბათ არც ერთი უცხოელი და მითუმეტეს ქართველი არ მოხვდებოდა. (ან თუ მოხვდებოდა, ვინმე მაინც გამოესარჩლებოდა). 
ძალიან გთხოვთ, დააფასეთ ჩვენი ქვეყანა და წამითაც არ იფიქროთ რომ ვინმე ჩვენზე რამით უკეთესია. უაღრესად განათლებული ერი ვართ და არ ვგავართ სნობ ინგლისელებს, რომლებიც ყველას ზემოდან უყურებენ იმის და მიუხედავად, რომ ევროკავშირიდან გამოსულები არიან და თავიანთ შვილებს რასისტებად ზრიდან. 
პ.ს. ბოლოს და ბოლოს ქართველი მასწავლებელი იმას არ იკითხავს თუ რომელ მსოფლიო ომში მონაწილეობდა ჰიტლერი. "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...