0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის" - ასეთი რომანტიკული საღამო მოიწყვეს ნათია ფანჯიკიძემ და ირაკლი ალასანიამ

ნათია ფანჯიკიძემ და ირაკლი ალასანიამ ქორწინების 25-ე წლისთავი რომანტიკულ გარემოში  აღნიშნეს. 
"მარტოობისთვის მოვლენილნი, მარტოობისთვის მოვლენილთაგან, ვისაც არ უნდა ჩამოვეკიდოთ ჩვენი სულის სიმძიმის მსუბუქად და სიხარულით საზიდად და ვინც არ უნდა შეებას ჩვენი ლოდივით მძიმე სულის სათრევ უღელს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ ქველმოქმედებაა, რადგან ამქვეყნად არავინ არავის საკუთრება არაა და არავინ არავის საკუთრება არ შეიძლება იყოს. ("ადამიანი მარტო ჩნდება და მარტო კვდება" ეკლესიასტე) მეცნიერებს რომ ორგანიზმის შემადგენლობის 70-90% წყალი ჰგონიათ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სინამდვილეში ცრემლია, კონდინციონერისგან გამოყოფილი წყალივით სულიდან ჩამოღვრილი, მატერიალიზებული სული. ხოდა, ქალებო, კაცებო, შეყვარებულებო, ვისაც ერთი დღეც კი უჩუქნია თქვენთვის, ერთი ღიმილი, ერთი კოცნა, ერთი აღტაცებული მზერა, მხოლოდ მადლიერების გრძნობა გქონდეთ მის მიმართ რაიმე სულელური საყვედურის ნაცვლად. მადლიერება ყოველი წუთის და მითუმეტეს წლის მიმართ. მადლიერება იმისთვის, რაც თქვენ გაჩუქეს და არავითარი საყვედური იმისთვის, რაც თავისთვის დაიტოვეს. მეოთხედი საუკუნის შემდეგ მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის, სიყვარულისთვის, ყველა სიხარულისთვის და ტკივილისთვის, ორი საოცარი შვილისთვის, მისი საუკეთესო წლების ჩემთვის ჩუქებისთვის, სილამაზისთვის, თავგადასავლებისთვის, საინტერესო დღეებისთვის, და რაც მთავარია, იმისთვის, რომ მე მე ვარ და არა რაღაც უფორმო, მკრთალი სულიერი კონტურების მქონე ნახევარფაბრიკატი,"- წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...