0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვარკეთილის რაიონში „Varketili Urban Activity LAB"-ის განხორციელება დაიწყო.

2016 წლის ივნისიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “დემოკრატიის მხარდაჭერა 2016“  პროგრამის ფარგლებში თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილის რაიონში დაიწყო პროექტის „Varketili Urban Activity LAB: Community Driven Neighborhood Renewal in Multi-ethnic Suburb of Tbilisi” განხორციელება. პროექტი, რომელიც თანადაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის (Solidarity Fund) მიერ, ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია განვითარების პოლიტიკის ფონდი (Development Policy Foundation) პარტნიორებთან ერთად: თბილისის მედიათეკების გაერთიანება, სათემო ცენტრი „საქართველოს ეზიდთა სახლი“, პარტიზანული მებაღეობა, ევროპა ჩვენი სახლი და ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაცია.

პროექტი მიზნად ისახავს ვარკეთილის რაიონში ონლაინ კონსულტაციების საშუალებით საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობაში მოსახლეობის ჩართულობას. ამ მიზნით შეიქმნა ვებპორტალი: www.lamazikalaki.org, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პრობლემურ ადგილზე შეტყობინების განთავსება და ფოტოს ატვირთვა, რის შემდეგაც ონლაინ ხმის მიცემით შერჩეულ ადგილებს სოციოლოგები და არქიტექტორები შეისწავლიან. შემოსული ხმების შედეგად პოლონელი არქიტექტორების მიერ მოხდა კონკრეტული პრობლემური ადგილის შერჩევა. საზოგადოებრივი სივრცისადმი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების ინტერესებსა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოეწყო საბავშვო მოედანი, მოხდა მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და დაზიანებული სკამების შეკეთება. 

აღნიშნული სივრცის მოწყობა იყო არქიტექტურული სემინარების მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაწილი, რომელსაც უძღვებოდა პოლონური არქიტექტურული სტუდიო +48 Architecture პოლონელი და ქართველი სტუდენტების მონაწილეობით.

ვარკეთილის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად გაიმართა პოლონელი არქიტექტორების, ექსპერტების, ვარკეთილის მოსახლეობისა და ამხანაგობის თავმჯდომარეების ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრის დროს მიღებული მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მოხდა პროექტის შემუშავება, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ არქიტექტურულ სემინარებს. 

პროექტის ფარგლებში ბერლინის (გერმანია) გარემოსდაცვის დამოუკიდებელი ინსტიტუტიდან (UfU) www.ufu.de. მოხდა გერმანელი ექსპერტის მოწვევა, რომელმაც ბავშვებისთვის ჩაატარა საგანმანათლებლო  ქალაქის თამაშები. აქტივობები ფოკუსირებული იყო გარემოსდაცვის საკითხებზე და ეკოლოგიის გამოწვევებზე. ქალაქის თამაშების მონაწილეებმა შეიმუშავეს რუკა და ისწავლეს რუკაზე აღნიშვნების დატანა.   

პროექტის დასასრულს, 2016 წლის 29 ნოემბერს თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით პროექტის პარტნიორებს შორის  გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლო პროექტების განხორციელებას და ვებ-პორტალი: www.lamazikalaki.eu-ის პოპულარიაციას, რათა გაგრძელდეს ვარკეთილის პრობლემური ადგილების რუკის შექმნის პროცესი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...