1 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"წაგებულები’’- დონალდ ტრამპი მანჩესტერის ტრაგედიას ეხმაურება

მსოფლიო ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ მანჩესტერში მომხდარის გამო და უერთდებიან ბრიტანელი ხალხის მწუხარებას.

ტერორისტულ აქტს უკვე მოჰყვა შეფასებები.

‘’ცხოვრებაში წაგებული ბოროტი ადამიანები“- ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტი, მანჩესტერში მომხდარ ტერორისტულ აფეთქებას, - წერს BBC-ი.‘’მე დამნაშავეებს მონსტრებს ვერ ვუწოდებ, რადგან  ამ ადამიანებს მოსწონთ კიდეც ეს ტერმინი. მე ვუწოდებ მათ წაგებულებს“,-ეს სიტყვები ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს წარმოთქვა.

მანჩესტერსი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც. ის Facebook-ზე წერს:’’როგორც დედამ, არ შემიძლია წარმოვიდგინო ტკივილი და ტანჯვა დაღუპულთა მშობლების, რასაც ამ წუთებში განიცდიან ისინი. ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი ბრიტანელი მეგობრების გვერდით. ახლა ყველა ჩვენგანის გული და ლოცვა ამ სასტიკი აფეთქების უდანაშაულო მსხვერპლებთანაა.“

შეგახსენებთ, რომ ორშაბათ ღამეს ქალაქ მანჩესტერში ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტის დასრულებისას მოხდა აფეთქება, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 22 ადამიანი იმსხვერპლა.

აფეთქების ადგილას იმყოფებოდა ანჯელიკა და მარჩინ  კლისების ქალიშვილი. მშობლები მის მოსაძებნად მანჩესტერარენაზე მივიდნენ, თუმცა ის ვეღარ ნახეს. გოგონა მათ პოვნას და დახმარებას თხოვდა.

პოლიციამ დაადგინა თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა. ის 22 წლის სალმან აბედია. BBC-ს ცნობით, ეჭვმიტანილი მანჩესტერში დაიბადა და მისი ოჯახი ლიბიური წარმომავლობისაა.

მსოფლიო ლიდრების სოლიდარობას შეუერთდა პოლონეთის პრეზიდენტიც. მომხდარს მისი მწვავე  რეაქცია მოჰყვა. ანჯეი დუდამ ყვავილები მიიტანა ვარშავაში, ბრიტანეთის საელჩოსთან, რაც იმას გამომხატველია, რომ ქვეყანა დანაკარგს იზიარებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა კი ხალხს ფხიზლად ყოფნისაკენ მოუწოდა:’’ ტერორიზმის ყველაზე მხდალი ფორმაა მიზანში ამოღება და დარტყმა - როგორც ეს მოხდა ერთი წლის წინ პარიზში, კონცერტის ადგილას“.თანაგრძნობას უცხადებს ბრიტანელ ხალხს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონი საუბარს ტერეზა მეისთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, გეგმავს.


მთარგმნელი: მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები