2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

5 გბ 1 ლარად - შეთავაზება hi app-ის მომხმარებლებისთვის

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობისთვის თიბისიმ, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი აპლიკაცია - hi app შექმნა, რომლის საშუალებით  მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.

 

აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.

 

რამდენიმე დღეა რაც მოსწავლეებს hi app-იდან შეუძლიათ 1 ლარად შეიძინონ 5 გბ ინტერნეტი.  შეთავაზება მოქმედებს მაგთის, სილქნეტის და სელფის აბონენტებისთვის. hi app-ის მომხმარებლებს შეთავაზების გააქტიურება მხოლოდ საკუთარ ნომერზე, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ შეუძლიათ.

 

შეგახსენებთ, რომ hi app-ით მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორიცაა:

  • ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • ისეთი შეთავაზებების მიღება, რომლებიც მათზეა მორგებული
  • ბალანსის შემოწმება
  • გადახდის დღიური ლიმიტის გაკონტროლება

 

hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.

 

გადმოწერე hi app: https://link.tbc.ge/HiApp

კომენტარები

მსგავსი სიახლეები