2 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არავინ გაბედოს, ანტივაქსერობა დამაბრალოს, მე ვამბობ იმას, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე, tvalsazrisi.ge-თან ამბობს:

მე შეგპირდით, ცუდსაც და კარგსაც, მაშინვე შეგატყობინებდით, ამჯერად ცუდი ამბებია.

„ჯონსონი და ჯონსონზე“ დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბევრი პლიუსი ჰქონდა (იყო ერთდოზიანი, არ სჭირდებოდა დიდი სიმძლავრის მაცივრები), სამწუხაროდ, გამოვლენილი პრობლემების გამო კომპანიამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა. კომპანია პასუხისმგებლიანად მოიქცა, გამოიკვლევენ მიზეზებს, პრობლემა თუ არ დადასტურდა, წარმოება გაგრძელდება, თუ არადა – საერთოდ შეჩერდება!

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, დღეს დანიამ ის საბოლოოდ შეაჩერა იმავე მიზეზით, რაც ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში მოხდა. ორივე ვაქცინა არის ერთი ტიპის, ერთი მეთოდოლოგიის. ასტრაზენეკა გამოიყენება საფრანგეთში და კანადაში (55 წლის ზემოთ, გერმანიაში –  60 წლის ზემოთ); ბოლო კვლევებით, ასტრაზენეკა შედარებით კარგად მუშაობს ხანდაზმულებში, –  60 წლის ზემოთ, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

არავინ გაბედოს, ანტივაქსერობა დამაბრალოს. რაც მე ცოდნა, ენერგია, გამოცდილება მაქვს ჩადებული ვაქცინების პოპულარიზაციასა და ეფექტურ მართვაში, შემედარონ ზოგიერთები. უბრალოდ, მე ვამბობ იმას, რაც არის უახლესი ინფორმაცია და რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს; კიდევ ერთხელ განვმარტავ:– მე ვარ ვაქცინაციის ყველაზე დიდი მომხრე, მაგრამ მომხრე ვარ პროცესის მხოლოდ გონივრულად წარმოების. ვაქცინაციის პროცესი არის არის რთული და საპასუხისმგებლო მთელი მექანიზმი. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ნებაყოფლობით და უსაფრთხო. ადამიანებს უნდა მისცენ ყველანაირი ინფორმაცია, თავი რომ იგრძნონ უსაფრთხოდ. 

ვაქცინას, როგორც ყველა წამალს, უნდა ჰქონდეს ერთი ფუნქცია, – მოგვცეს შედეგი და ასევე, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც აქვს უკუჩვენება. ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს! მინდა იყოთ დაცული და ინფორმირებული. ძალა არის ცოდნაში, ძალა არის ინფორმაციაში. როცა თქვენ გაქვთ სწორი ინფორმაცია, შეგიძლიათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!

რაც შეეხება ჩინურ და რუსულ ვაქცინებს, მათთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვებია. ათობით მილიონ ადამიანს გაუკეთეს და ვითომ არავის არაფერი გვერდითი მოვლენა არ გამოუვლინდა. ეს არის აბსურდი!

არ დაგავიწყდეთ ოქროს წესი, – დისტანცია 2 მეტრი, ხელების დაბანა და სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები