2 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაბადების დღისთვის, ქორწილისთვის, ქელეხისთვის და ა.შ. ფართის გაცემა აიკრძალა

ჩამოტვირთვა

მთავრობის ახალი დადგენილებით,  სოციალური ღონისძიებების, მაგალითად: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვა, ასევე, მასობრივი გასართობი ღონისძიებისთვის ფართის გაცემა/დათმობა იკრძალება. 

"დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს", - წერს უწყება.

მთავრობის ინფორმაციით,  თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები