2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამასახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 837 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 205 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 265​, პისიარ ტესტით – 7 940.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 245 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 229 196 გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი.

ამასთან, 14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 748 პირი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები