2 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისის ციხეში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში N2 - ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, დაწესებულებაში 883 ნიმუში აიღეს.

"ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არის იზოლაციაში მოთავსებული და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება", - აცხადებენ პენიტენციურში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები