1 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრანსპორტი ჩერდება, მაღაზიები იკეტება (სურსათის გარდა), მუშაობას აჩერებს ლილოს ბაზრობა - ვრცელდება შეზღუდვების ვერსია, რომელსაც მთავრობა გეგმავს

მთავრობა შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს,  რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.  არსებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანა თითქმის სრულ ლოქდაუნზე გადადის.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია და გადაწყვეტილება სავარაუდოდ ხვალინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაზუსტდება და გამოცხადდება.

შეზღუდვები ეხება როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო გადაადგილებას.

- ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან 05:00-მდე;

- 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება;

- 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და ყველა რითეილ გაყიდვა. ხოლო სურსათის, სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება.

- 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაკეტილი ობიექტები გაიხსნება;

- ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან;

- რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ მიტანის სერვისზე;

- საჯარო სამსახური 3 იანვრიდან 15 იანვრამდე მიდის არდადეგებზე სრულად.

არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოქდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები