1 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეზღუდვები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, სავარაუდოდ დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს - ბიძინა კულუმბეგოვი

ორი განსაკუთრებული თვე იქნება ალბათ დეკემბერი და იანვარი, როცა შეზღუდვები იმოქმედებს,- ამის შესახებ ალერგოლოგ იმონოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელსაც მინიმალური გავლენა ექნება ეკონომიკაზე და მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ გავლენა მოახდინოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„მსჯელობა იყო იმ საკითხებზე და იყო ღია ეს საუბარი, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი შესაძლო ღონისძიება, რომელიც მოახდენს ამ ეპიდემიის ძალიან დრამატულად მიმდინარე ტრაექტორიაზე ზეგავლენას და მთავარი საპირწონე გახლავთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე რომ წერტილოვან შეზღუდვებს მინიმალური გავლენა ჰქონდეთ ეკონომიკაზე და მაქსიმალური შესაძლებლობა მოგვცეს, რომ მოვახდინოთ გავლენა ეპიდემიის ტრაექტორიაზე. რა თქმა უნდა ორი განსაკუთრებული თვე ეს იქნება ალბათ დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იქნება, მსჯელობა მიმდინარეობს. ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შეიძლება ამის შესახებ კონკრეტულად ხალხს გააცნოს, არის საკოორდინაციო საბჭო. მეტის თქმის უფლება მე სამწუხაროდ, არ მაქვს ,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები