0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისის N59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის N59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილია.

ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

„24 საათის განმავლობაში, ორი პაციენტი გარდაიცვალა, 65 და 85 წლის მამაკაცები. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი N59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მართვით თანმხლები დაავადებებიდან, ქრონიკული B ჰეპატიტი , არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი, არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო იმყოფებოდა ინოტროპულ-ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე, სეპტიცემია სტაფილოკოკებით გამოწვეული აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, არასტაბილური წნევა და ოქსიგენაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები