0 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური ალტერნატივა

“საკმაოდ სერიოზული მიზეზი და მონაცემები გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს წააგებს. “ლელო” კი მმართველი კოალიციური ძალა იქნება”- ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

“ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვჩანდით ველზე და ვმუშაობდით, ამ დროში გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, რომლებთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული პროგრამა, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს არსებული მძიმე მდგომარეობიდან. გვყავს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი, რაც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვართ ერთადერთი ალტერნატივა. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენს მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი პარტია არის სახალხო თავისი კონკრეტული გეგმით,”-განაცხადა ხაზარაძემ. 

“ლელოს” დამფუძნებელმა პარტიის ახალ კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების ფორმულაა. 

“ჩვენ დავიწყეთ კამპანია +1, რაც არის ჩვენი გამარჯვების ერთადერთი ფორმულა. ამის შემდეგ ქართველი ხალხი მიიღებს სულ სხვა რეალობას და პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოს გამოიყვანს ამ ჭაობიდან, რადგან მოსახლეობას ერთი ადამიანის გადაწყვეტილების მიხედვით ცხოვრება მობეზრდა,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები