0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მკვლელმა ჯერ კაცი ჩაცხრილა და მერე მასთან მყოფი ქალი გაიტაცა - რას ამბობენ ავჭალაში მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივები

ავჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც თვითმხილველი ამბობენ, მამაკაცის ცხედარი ავტომობილში იარაღით ხელში იპოვეს.

თვითმხილველები ყვებიან თავდამსხმელმა დაახლოებით ექვსჯერ გაისროლა, თვითმხილველების თქმითვე, მოკლული მამაკაცი ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მკვლელმა გაიტაცა.

ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ამ დროისთვის, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები