0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვატო სურგულაძე - უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის, ხოლო 1 ნოემბერს გამოცდების დანიშვნა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების უფლებებს არღვევს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და სასწავლო პროცესის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის ზრდის პირობებში უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია. 

ვატო სურგულაძემ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებმა საგამოცდო დღედ 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი დანიშნეს, რის გამოც სტუდენტები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვევა.

“უნივერსიტეტი არის ყველაზე სახიფათო ზონა, ინფექციის გადაცემის ყველაზე საშიში ზონა. გერმანიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, როდესაც  მოხსნეს ყველა შეზღუდვა, ბოლოს გაიხსნა უნივერსიტეტები. ჩვენთან ჯერ არ შეიძლება სასწავლო დაწესებულებების გახსნა, რადგან უმრავლესობა არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღონ სტუდენტები და ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ სწავლა. ისიც გვესმის, რომ დისტანციური სწავლება არ არის ისეთი ხარისხიანი, როგორიც უშუალოდ სასწავლო პროცესია. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველდღე იზრდება დაინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება მივიღოთ უნივერსიტეტის კლასტერი, მაშინ, როდესაც ბევრ უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერსაც კი დანიშნეს გამოცდები. ბევრი სტუდენტი არის ჩამოსული რაიონიდან და მათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მივმართავთ მთავრობას, რომ უნივერსიტეტში სწავლება უნდა შეწყდეს,”- განაცხადა სურგულაძემ. 

“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წევრის თქმით, მთავრობა ოპოზიციური პარტიების რჩევებს არ ითვალისწინებს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.  

“ხშირად გვაკრიტიკებს ოპოზიციას და ეს კრიტიკაც ხშირად არის უარყოფითი, მაშინ, როდესაც ჩვენ მათ არ ვაკრიტიკებთ. უბრალოდ, შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და არ გვსურს, რეალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენი ინიციატივა იყო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებისთვის ტესტის ჩატარება, ჩვენ ვთქვით, რომ აჭარაში კარვების დადგმა უარეს შედეგს მოიტანსთქო და არ გაითვალისწინეს, გუშინ კი აღიარეს, რომ ეს იყო შეცდომა,”- განმარტა სურგულაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები