0 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა

წარდგენის ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, ისინი ვარკეთილში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ ყოფით პრობლემებსა და სამომავლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ისაუბრეს.  

ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას “ლელოს” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

“მინდა, ყველა სამგორელს მოვუწოდო, რომ მხარი დაუჭირონ ფიქრია ჩიხრაძეს, მხარი დაუჭირონ “ლელოს”. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა დავძლიოთ ის უიმედობა, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. გამოსავალი არის ის, რომ ყველა წესის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ”- განაცხადა ხაზარაძემ. 

ადგილობრივების მძიმე სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა თავად ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, სამგორის რაიონში უმუშევრობის პრობლემა კოვიდპანდემიის შემდეგ გაორმაგდა. 

“სამგორის რაიონი ძალიან დიდია და ბევრ უბანს მოიცავს. პრობლემები, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის უმწვავესი, ისევე, როგორც მთელ საქართველოში. მაგრამ განსაკუთრებით სოციალურად რთული რაიონია სამგორის რაიონი, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებულია მათი ყოველდღიური ყოფა და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს,”- განაცხადა ჩიხრაძემ.  

“უახლოესი ორი კვირა არის არა მხოლოდ არჩევნებისთვის გადამწყვეტი, არამედ ძალიან ბევრი რამის ჩვენს ქვეყანაში”- ამის შესახებ “ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის ღონისძიებაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

“ყველა არჩევნები, რომელიც აქამდე ყოფილა, იყო გადამწყვეტი, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა მივიღოთ მასში მონაწილეობა. 30 წლის განმავლობაში მივედით იმ დასკვნამდე და გავიაზრეთ, რომ საჭიროა, ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს სახელწიფოს. ამისთვის როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, “ლელომ” ამაზე დიდი ხნის წინ იფიქრა და შეადგინა პროგრამა “ლელოს ახალი მარშალის გეგმის” სახით. ეს არის უპრეცედენტოდ კომპლექსური გეგმა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია, ძირეულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ქვეყნის მდგომარეობა. ამ გეგმაში თავმოყრილია ძალიან ბევრი რამ, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და ამას ავამოქმედებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. სწორედ ამის გამო, ხელისუფლების ფარულ მოწოდებას, რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, არ მივაქციოთ ყურადღება და ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლებას აქვს გათვლა, რომ ჩვენ თავად ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები