0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს

თბილისსა და იმერეთის რეგიონში დღეიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს. შეზღუდვის დაწესება ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. რეგულაციის შემოღების მიზანი კი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენციაა. დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარს, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. მათი ძირითადი სტრატეგია სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვებია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი.

„იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

შეზღუდვებს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები