0 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად სრული ბანკროტია

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უკვე  სრული ბანკროტია. მათ ყველა სფეროში მარცხი განიცადეს,“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისვე თქმით, არავის შეუძლია, დაასახელოს თუნდაც ერთი  წარმატებული პროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა  შეასრულა.

„არ არსებობს არცერთი პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე და წარმატებით დაასრულა. თუნდაც პანდემია, რომელიც პირველ ეტაპზე მთელ მსოფლიოს მოედო და „ქართულმა ოცნებამ“ გააპიარა, თითქოს მართვა მხოლოდ მათ შეეძლოთ და აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით მეორე ტალღას.  ჩვენ მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ, გაკეთებულიყო ინტერპარტიული საბჭო, სადაც ყველა მივიღებდით მონაწილეობას და გადაწყვეტილება შეჯერებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისთვის. რადგან როდესაც პანდემია იწყება, ეს ომის ტოლფასია და უნდა გაეთვალისწინებინათ. ინიციატივა, რომელიც ასევე შევთავაზეთ, იყო 3 მლრდ. საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელსაც არ სჭირდებოდა მოზიდული თანხების ინვესტირება, არამედ მოხდებოდა შიდა რესურსების მობილიზებით. ამით  ჩვენ მივცემდით საშუალებას ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა დავალიანება, ახალი საკრედიტო ისტორია დაეწყოთ და სტრესს მოვუხსნიდით ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც დღეს მიდის კოლაფსისკენ. ჩვენი ინიციატივები მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ 200 000 მილიონიანი საგარანტიო ფონდი შექმნეს და დაურიგეს თავიანთ  პარტიულ კომპანიებს,“-განაცხადა  მამუკა ხაზარაძე.

„ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, დიდი დანაშაულია, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ვალით ავსებ და მას 200 ლარად არიგებ. ამ დროს კი არ ითვალისწინებ ხვალინდელ დღეს. მმართველი გუნდი სამომავლო გარანტიას ვერ იძლევა, ამ დროს კი ვალის ხარჯზე არიგებს თანხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები