0 7 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დადასტურდა რომ ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში" რომელიც მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს - ვატო სურგულაძე

„ლელოს“ ინფორმაცია კიდევ ერთხელ დადასტურდა - დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული თემა, რომლითაც პარტია მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მთავრობა ფარულ პოლიტიკას „დარჩი სახლში“-ს  ეწევა,  დღეს უკვე დაადასტურეს განკარგულების სახით. 

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებმა არანაირი სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან იზოლაციისგან.

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის ვატო სურგულაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღეს, არის  ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. რაც მოსახლეობის  სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კოვიდთან ბრძოლისთვის გარკვეული  სტრატეგია აგვისტოშიც ჰქონდა,  თუმცა მას ვერ  ახორციელებენ. 

„ყველა ადამიანს ვისაც ექნება კონტაქტი კოვიდვისურიანი  ყველანაირი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. რაც არის წარმოუდგენელი, რადგან 12 დღის შემდეგ ადამიანს შეუძლია ასევე ტესტირების გარეშე გავიდეს გარეთ, მაგრამ იმავე დღეს რომ ჰქონდეს ისევ ვინმე ინფიცირებულთან შეხება ისევ თვითიზოლაციაში უნდა დაბრუნდეს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. ეს კი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს. ყოველი გამოსვლისას ამბობენ, რომ გავაკეთებთ შევიძენთ დავატრეინინგებთ, ყველაფერს სამომავლოდ გეგმავენ და ახლა არაფერს აკეთებენ,“-აცხადებს ვატო სურგულაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...