0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩვენსა და აფხაზებს შორის შერიგების პროცესი უნდა დაჩქარდეს”-ბადრი ჯაფარიძე

დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა, “ლელოს" ლიდერებმა ამ დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი  მიაგეს.

“ლელოს” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

“უნდა ვეძებოთ გზები, რომ შერიგების პროცესი აფხაზებსა და ჩვენს შორის,  დაჩქარდეს”- ამის შესახებ განაცხადა დაღუპული გმირების მემორიალთან პატივის მისაგებად მისულმა ბადრი ჯაფარიძემ. 

“ეს დღე თოთოეული ქართველისთვის ტრაგიკულია და ამავდროულად ქვეყანამ ამ დღეს შეიძინა გმირები. ნებისმიერი ადამიანისთვის საკუთარი სამაობლოსთვის თავგანწირვა არის ბედნიერება. ამავდროულად ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ როგორ დავძრათ პროცესი, ვგულისხმობ შერიგების პროცესის დაძვრას, აფხაზ ძმებსა და ჩვენს შორის. შემდგომ კი უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ მოვიშუშოთ ეს ტკივილი,”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები