1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სავარაუდოდ, კადიროვის ბიძაშვილი მარიუპოლში საველე მეთაური იყო – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობამ რუსეთი იძულებული გახადა, ბრძოლაში დამატებითი დანაყოფები ჩაერთო, მათ შორის, ჩეჩნეთის ქვედანაყოფები, რომელიც ათასობით ჯარისკაცს მოიცავს და ძირითადად მარიუპოლისა და ლუგანსკის ოლქებში არიან გალაგებული.

დაზვერვის ცნობით, ქვედანაყოფები შედგება როგორც მოხალისეებისგან, ასევე ეროვნული გვარდიის წევრებისგან, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთგული არიან.

“გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი განლაგებულ ჯგუფებს აკონტროლებს, ხოლო მისი ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში საველე მეთაურის როლს ასრულებდა.

განსხვავებული ძალების განლაგება რუსეთის პრობლემებზე მიუთითებს. ამასთან, დანაწევრებული ქვედანაყოფები რუსეთის ოპერაციების შეფერხებას განაგრძობენ”. – წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები