1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“რატომ უნდა დავუფინანსო ჩემი ჯიბიდან ვიღაცას ბინის ყიდვა? – მეც კრედიტს ვიხდი”

ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე მთავრობის მიერ, დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება:

“სრული უსამართლობა – მეც კრედიტის გადამხდელი ვარ მაგრამ ჩემზე არ ზრუნავს ჩემი სახელმწიფო! – არ მაქვს არანაირი სურვილი გადასახადებისაგან შექმნილი ბიუჯეტით მათ შორის, ჩემი წვლილით ვიღაცის ბინის ყიდვა დავაფინანსო და მითუმეტეს დეველოპერების ჯიბე შევავსო – უსამართლობაა როცა სახელმწიფო შერჩევით ეხმარება თან ისეთ ადამიანებს ვინც სოციალურად გაჭირვებული არ არის. ვიმეორებ მეც იპოთეკური კრედიტის გადამხდელი ვარ – ბევრჯერ გამიჭირდა სწორედ ბინის შესაძენად აღებული კრედიტის გადახდა – რატომ ვერცერთხელ ვერ აღმოვჩნდი სახელმწიფოს ზრუნვის – სამიზნე? რატომ უნდა დავუფინანსო ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ვიღაცის ბინის ყიდვა – “ეს არის ჩვენი მოქალაქეების დახმარება” – ტყუილია? რატომ ვერასდროს ვერ გავხდი “ასეთი ჩვენი” მოქალაქე ? უსამართლობაა ძალიან დიდი უსამართლობა – არ დამიწყოთ ეხლა გრძელვადიან პერსპექტივაზე და სამშობლოზე საუბარი ვთვლი, რომ ძალიან არასწორი მიდგომაა და რაც მთავარია – უ ს ა მ ა რ თ ლ ო”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები