1 4 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერმა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ლიდერმა 35 წლის ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა. 

დღესვე  ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. ეროვნული აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვდნენ.

რამდენიმე ქალაქში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. 

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წლის მაისში აირჩიეს. 56 წლის ლიდერმა საპრეზიდენტო ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო. 

ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ 13 ქვეყანა აცხადებენ, რომ მადუროს პრეზიდენტობას ლეგიტიმურად არ სცნობენ. 

შეგახსენებთ, რომ დღესვე, პრეზიდენტმა ტრამპა ოფიციალურად აღიარა გუაიდო დროებით პრეზიდენტად

“დღეს, ოფიციალურად ვაღიარებთ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად,” განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მან ასევე დასძინა, რომ “მე მოვუწოდე დასავლეთ ნახევარსფეროს მთავრობებს აღიარონ გუიდო, როგორც ვენესუელის დროებით პრეზიდენტი და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას მისი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომ აღადგინოს კონსტიტუციური ლეგიტიმურობა.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები