1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან რატიანი: ძალიან მიყვარს შოკოლადები, ტკბილი ყავა და ჩემდა სამწუხაროდ, მურაბები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი წონის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში 25 კილოგრამი დაიკლო.

„პუტკუნა ვიყავი, არასდროს მაკლდა ხორცი და ცხიმი. რომ გითხრათ, ჭამა არ მიყვარს-მეთქი, მოგატყუებთ. მიყვარს, ძალიან მიყვარს ტკბილი. ერთადერთი ჩემი საჭმელი ესაა.. ძალიან მიყვარს შოკოლადები, ტკბილი ყავა და ჩემდა სამწუხაროდ, მურაბები. ტორტი არ მიყვარს. როცა ვმეცადინეობდი, ბევრ ტკბილს ვჭამდი რომ არ დამძინებოდა და ერთ ადგილზე ჯდომით ვსუქდებოდი.

ყველას დონდლო ტიპი ვეგონე, ცხოვრებაში ბურთი არ მითამაშია, რადგან ძალიან მკაცრი დედა მყავდა – ლევან რატიანი ბავშვობაზე
2021-05-30
ყველას დონდლო ტიპი ვეგონე, ცხოვრებაში ბურთი არ მითამაშია, რადგან ძალიან მკაცრი დედა მყავდა – ლევან რატიანი ბავშვობაზე

განსკუთრებით, აბიტურიენტობის პერიოდში, დეიდაჩემთან რომ ვცხოვრობდი. 24 საათის განმავლობაში მაგიდასთან ვიჯექი. იტალიურ ეზოში ცხოვრობდა დეიდა და მაშინ მაწვნის გამყიდველები დადიოდნენ, ერთხელ თვალცრემლიანი ამოვიდა დეიდა და მითხრა, ეს ბიჭი გვეცოდება, ეტყობა შეზღუდული შესაძლებლობებისაა, სულ ერთ ადგილზე რომ ზისო.

ამ ბოლო დროს პანდემიასთან დაკავშირებით ცოტა შემაწუხა. წნევები დამეწყო, რაღაც სახსროვანი პრობლემები და დაახლოებით, 25 კილოგრამი დავიკელი“, – ამბობს რატიანი გადაცემაში „ნოესთან“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები