თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
9 ოქტომბერს, თბილისში, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საერთაშორისო კონფერენცია „Uniting Business Europe” გაიმართა. კონფერენციაზე, ღონისძიების ერთ-ერთი გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა თიბისის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკაზე ისაუბრა.
„Uniting Business Europe“ აერთიანებს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს: ადგილობრივ და გლობალურ ბიზნეს ლიდერებს, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან.
„Uniting Business Europe“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში განხილული იყო, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას როგორებიცაა: მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესი, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციები, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი დაფინანსება, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკა, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და სხვა.
„თიბისისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუციისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. თიბისი უკვე 10 წელია, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრია და რეგიონული კონფერენციის გენერალური სპონსორობით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია. თიბისის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები აქვს, მათ შორისაა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება, ფინანსური და არაფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართულობის ზრდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განათლების პროგრამები ახალგაზრდებისთვის. სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული რისკები, ამიტომ მდგრადი ბიზნეს მოდელების მხარდაჭერა და მომხმარებლების, ბიზნესის, თანამშრომლების და მთლიანად საზოგადოების მდგრადობის გაზრდა ჩვენი მისიის განუყოფელი ნაწილია“ - აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.
„Uniting Business Europe“ კონფერენციის სპიკერები იყვნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის: ჰეიდი ჰაუტალა - ევროპული პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი (ჰიბრიდული ფორმატით), ვიტორია ფერაგამო - „ილ ბორო ტოსკანას“ მფლობელი, იმრან აჰმადზადა - NEQSOL Holding Azerbaijan ხელმძღვანელი, მელინა არაკელიანი - ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი ჩეხერია - „რუმს ჰოტელსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა - „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბატი - „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, იკინ ჰაჯიევი - „Sustainera Solution“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენინგ სასე, „Norm”-ის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა.
კონფერენციის „Uniting Business Europe“ ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები