2 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი“ გაიხსნა

ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ერას მოედანთან, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი“ გაიხსნა.

 

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპანიაინს გრუპისსაკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

სასტუმრო 60 ნომერს აერთიანებს, სადაც ჯამში 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმროში 30 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.

 

„მონარქი“ მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, ასევე საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით ისარგებლონ, რომელიც 60-80 ადამიანზეა გათვლილი.

 

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ბუფეტის ტიპის საუზმეს, ლობი ბარს, ქართულ რესტორანსა და რეცეფციის მომსახურებას 24/7-ზე.

 

„მონარქი“ უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com და სხვა. დაინტერესებულ პირებს სასტუმროსთან დაკავშირება მათი Facebook გვერდის დახმარებითაც შეუძლიათ: https://m.facebook.com/hotelmonarchbatumi/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები