0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვიონი საქართველო“ ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა

 

კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. კომპანიის სათაო ოფისი ნიდერლანდებში- ამსტერდამში მდებარეობს და მისი აქციები NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე არის განთავსებული. გარიგების შედეგად, „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი, სრულად ქართული ბიზნესჯგუფი გახდა. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.

სადღეისოდ, „ბილაინის“ მომხმარებელთა რაოდენობა 1.4 მლნ. შეადგენს. კომპანია წამყვანია საქართველოში საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიხედვით, რომელიც 76%-ს შეადგენს და ასევე, პირველ ადგილზეა 4G ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებლითაც - „ბილაინის“ ინტერნეტის მომხმარებელთა 92.5% 4G -ს იყენებს.

„სიბიეს ჯგუფის“ მიზანია შექმნას ძლიერი, ქართული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სწორი ინვესტიციისა და გადაწყვეტილებების მეშვეობით, მომხმარებელს შეუქმნის კომფორტს და გაუწევს მეგზურობას ციფრულ სამყაროში. ორგანიზაციის პრიორიტეტი კვლავ იქნება ისეთი  პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვა, რომლებიც რეალურად დაეხმარება ადამიანებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაში და დასახული მიზნების სწრაფად და ეფექტურად მიღწევაში“, განაცხადეს „სიბიეს ჯგუფში“. „კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, დაიგეგმება ბრენდის ცვლილებაც, რაც გულისხმობს ახალი სახელწოდებით ოპერირებასა და ბრენდის იდენტობის  განახლებას“.

„ბევრი საინტერესო და შორსმიმავალი გეგმა გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ იმას, რისთვისაც მომხმარებელს „ბილაინი“ უყვარს და მას ირჩევს.  ეს არის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტის მიწოდება,  4G ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და  გავრცელება, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და სიმარტივე. ჩვენს  გამოცდილ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშობას ქსელის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე და ციფრული ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებაზე“, თქვა ლაშა ტაბიძემ, ბილაინის გენერალურმა დირექტორმა.

###

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები