თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომად...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
|
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia საზღვრებს აფართოებს და უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას. Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ამ დროიდან ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან - უზბეკეთის ტერიტორიაზე.
Europcar Georgia-ს ბიზნეს პროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. გარდა ამისა,
კომპანიამ საქართველოში პირველმა დანერგა Auto Subscription სერვისი; პარტნიორობა დაამყარა საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც უკვეწლებია, ენდობიან Europcar Georgia-ს გუნდს.
Europcar Georgia-ს კიდევ უფრო გაზრდასა და საზღვრების გაფართოებას კომპანიაში უკავშირებენ სურვილს, იყვნენ საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანიის წარმომადგენლები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ეს გაფართოება კი უზბეკეთით დაიწყეს.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-სდირექტორი: „უზბეკეთის ბაზარი ბოლო წლებია, მნიშვნელოვნად ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს აჩენს ბიზნესისთვის. უზბეკეთი, როგორც ქვეყანა, სულ უფრო მომხიბვლელი ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც და მიმართვიანობა ქვეყნისადმი ყოველ წლიურად იზრდება როგორც ტურიზმის, ისე საერთაშორისო ინვესტიციების ნაწილში. ევროკავშირის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, აშშ-იდან მნიშვნელოვნად იმატა ტურისტების რაოდენობამ, ეს კი პირდაპირაა მიბმული იმ საერთაშორისო ინვესტიციებზე, რასაც სხვადასხვა ქვეყანა ახორციელებს. მეორე მხრივ, საერთაშორისო ავტოგაქირავების მიმართულება უზბეკეთში ახლა განვითარების პირველ საფეხურზეა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, ვყოფილიყავით პირველები, ვინც ამ ბაზარზე შევიდოდა და გამოცდილებას დანერგავდა როგორც ავტომობილების დღიური გაქირავების, ისე კორპორაციული მიმართულებით. ვფიქრობ, 2023 წელი იდეალური პერიოდი იყო იმისთვის, რომ უზბეკეთის ბაზარზე შევსულიყავით.“
დღეს Europcar Georgia 500-მდე ავტომობილითაა წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატების საფუძველი, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა,
კომფორტული სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე უწყვეტი ზრუნვაა. Europcar Georgia-ს გუნდი ორიენტირებულია პერმანენტულ განვითარებასა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებაზე.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-სდირექტორი: „Europcar Georgia-ს დაარსების დღიდან თვალსაჩინო შედეგები აქვს, რაც Europcar-ისთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ კომპანიის სტრატეგიული, სანდო პარტნიორები, რომლის მიზანია ზრდა ბაზარზე. სწორედ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე გვენდო Europcar-ი კიდევ ერთხელ და საშუალება მოგვცა, უზბეკეთის ბაზარიც მოგვეცვა. ჩვენ შევარჩიეთ პარტნიორი - ადგილობრივი კომპანია და მასთან თანამშრომლობით ვაპირებთ, უზბეკეთში დავნერგოთ ის პროდუქტები და მომსახურება, რაც Europcar-ს საქართველოსა და ევროკავშირში აქვს.“
უზბეკეთში Europcar Georgia-ს წარმომადგენელი და პარტნიორი Avtoritet Group-ი იქნება, რომელთანაც კომპანიამ ხუთწლიანი ქვეფრანჩაიზით დაიწყო თანამშრომლობა. Avtoritet Group-ი 2007 წლიდან ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიაა უზბეკეთში. მან ოპერირება დღიური გაქირავების მიმართულებით 50 ავტომობილით დაიწყო. კომპანია ეტაპობრივად გააფართოებს მომსახურების სპექტრს და მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებასაც შესთავაზებს. Europcar Georgia, თავის მხრივ, უზბეკეთს იმ დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელმაც საქართველოში კომპანიის წარმატება განსაზღვრა.
Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები. Europcar-ი საწყის ეტაპზე უზბეკეთში რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ევროპ ქარ ჯორჯია“ საერთაშორისო ბრენდ Europcar-ისექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. „ევროპ ქარ ჯორჯია“ საქართველოში იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისიც შესთავაზა.
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
კომენტარები