0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა, შესაძლოა, "ჯიჰადისტთა" დაჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ლიბიაში მის საკონსულოზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო. BBC-ის ინფორმაციით , ოფიციალური პირების ვარაუდით, თავდამსხმელები პროფესიონალები უნდა ყოფილიყვნენ. არსებული ვერსიით, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის უკან შესაძლოა "ჯიჰადისტთა" დაჯგუფება იდგეს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ლიბიის სანაპიროებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ხომალდი გაგზავნა. ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა 11 სექტემბერს განხორციელდა. თავდასხმაs ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები