1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. 

კურო
მოერიდეთ დაუფიქრებელ საქციელს. წარმატება ელით გაწონასწორებულ, მშვიდ კუროებს. საინტერესო შეხვედრები გელით. დღეს გაცნობილი ადამიანები მომავალში გამოგადგებიან. 

ტყუპი
საინტერესო, მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ურთიერთობას თავხედ ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მგზავრობა, ქალაქგარეთ გამგზავრება. 

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს, ვალდებულებებს და ნაკლები კოლეგებთან ერთად გართობას, ჭორაობას. პირადი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება აღსავსე. 

ლომი
დღეს გარშემო მყოფებისთვის მშვიდობისმომტანი და ფსიქოლოგი იქნებით. ყველას მოუნდება თქვენთვის გულის გადაშლა, საიდუმლოს გამხელა. საღამოს საყვარელ ადამიანს ოჯახური სიმყუდროვე მოუწყვეთ. 

ქალწული
ენერგიული და მხნე ხართ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მომავალზეც დაფიქრდით. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. 

სასწორი
ყურადღებით იყავით, იღბალი საინტერესო მინიშნებებს გიგზავნით. თუმცა, მისტიკასა და მაგიაში ნუ გადავარდებით. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით. 

მორიელი
თავგადასავლებითა და სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. დილიდან საქმეების შესრულებას შეუდექით და საღამოს თავისუფალი დრო სურვილისამებრ გაატარეთ. 

მშვილდოსანი
ნუ იქნებით ზედმეტად სენტიმენტალური. აკონტროლეთ ემოციები. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ და მოერიდეთ ავანტიურას. 

თხის რქა 
საქმეებში გიმართლებთ. იყავით მეტად გაბედული. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
პოზიტიური და ხალისიანი ხართ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, დაეხმარეთ კოლეგებს ვალდებულებების შესრულებაში. საღამოს წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმს. 

თევზები
წარმატებული დღე გელით. საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან. საღამო დასვენებას, საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები