1 5 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,კიდევ გაუტანია მანქანას ფეხით მოსიარულე ადამიანი.. ხანდახან ისე ჩაიშხუილებს გადაჭედილ გზაზე ვიღაც, სიკვდილის აჩრდილივით"

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "კიდევ გაუტანია მანქანას ფეხითმოსიარულე ადამიანი, ამბობენ ზებრაზეო, რაც ნიშნავს, რომ მსხვერპლის ბრალი არაფერი ყოფილა. მოკლე ხანში ზედმეტად ბევრი შემთხვევაა. პატრული სულაც არ ზარმაცობს, ძალიან სხარტად რეაგირებს უადგილო ადგილას გაჩერებულ მანქანებზე. ამას წინ მეგობარმა სახლში მომიყვანა, ცალი ფეხით მანქანიდან გადმოსული ვიყავი, მაგრამ დამშვიდობებას ცოტა დიდხანს მოვუნდით. სად იყო და სად არა, აღმოცენდა პატრული და მშვენიერი ჯარიმა მიართვა. არაფერს ნიშნავდა მისთვის, რომ მძღოლს მანქანა არ დაუტოვებია. ხოდა რა მინდა იცით რომ ვითხოვო ერთმა ჩიტოსანმა მოქალაქემ? - გაჩერებულს რომ დასდევთ, გაქანებულს გაეკიდეთ. ხანდახან ისე ჩაიშხუილებს გადაჭედილ გზაზე ვიღაც, სიკვდილის აჩრდილივით და არც არაფერი, არასდროს არავინ დამინახავს გადევნებული."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები