1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოწყენის მიზეზი არ გაქვთ. სამსახურის საქმეები კარგად მიგდით, უფროსის ყველა მითითებას საუკეთესოდ შეასრულებთ. საყვარელი ადამიანი გახარებთ. 

კურო
გარშემო მყოფები თქვენი ყურადღებით აავსეთ. დაეხმარეთ კოლეგებს საქმეების მოგვარებაში. საღამოს ფეხით სეირნობა სასიამოვნო და სასარგებლოა თქვენთვის. 

ტყუპი
დადებითი მომენტებით აღსავსე დღე გელით. უბრალოდ, მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. საყვარელი ადამიანი ყურადღებას და სიყვარულს ითხოვს. 

კირჩხიბი
ვალდებულებებსა და საქმეებს ადვილად გაართმევთ თავს და კოლეგების დახმარებასაც შეძლებთ. საყვარელი ადამიანი საღამოს რომანტიკულად გაგილამაზებთ. 

ლომი
დღეს საქმეების დასრულებასაც მოასწრებთ და გართობასაც, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს, სხვა დღისთვის გადადეთ მოლაპარაკებები. არ დააგვიანოთ საოჯახო ვახშამზე. 

ქალწული
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა მთელი დღით შეინარჩუნოთ აქტიურობა. უფროსი კმაყოფილია თქვენ მუშაობით. საღამოს საყვარელი ადამიანი ყველა პირობას შეგიქმნით, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. 

სასწორი
ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭის დემონსტრირების. ახალი თაყვანისმცემლები და დამფასებლები გამოგიჩნდებიან. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით. 

მორიელი
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმეთ და ყველაფერს მეტი ყურადღება მიაქციეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდით. 

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. თუმცა, მათ შესასრულებელ საქმეებს თქვენ ნუ გააკეთებთ. საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. 

თხის რქა 
საქმეებით დატვირთული დღე გელით. აასრულეთ ახლობლებისთვის მიცემული დაპირება. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ. 

მერწყული
სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. იყავით გაბედული სასურველის მისაღწევად. საქმიან პარტნიორებს სასიამოვნოდ გააოცებთ. საღამოს დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

თევზები
აქტიური და თამამი ხართ. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამო შინ, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები