0 0 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"რუსთავი 2"- ის საქმზე გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ.
ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად.
ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა.
ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები