0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

2017 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ვერძის ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. პროფესიულ ასპარეზზე მას ნამდვილი გარღვევის განხორციელების შანსი მიეცემა, რაც მოცემული მომენტისთვის პირველხარისხოვანი პრიორიტეტია. მარტის თვის დღის წესრიგში ვერძს უძრავ ქონებასთან და ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები ექნება. მარტის ბოლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომლის წყალობითაც დიდი ხნის განმავლობაში დამუშავების პროცესში მყოფი პროექტი უკვე სრულიად რეალურ სახეს შეიძენს. თუმცა ყველფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. სხვადასხვა საკითხების მოგვარების პროცესში შესაძლოა დოკუმენტაციასთან ან კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. მოსალოდნელია უთანხმოებები კოლეგებთან, პარტიორებთან ან ხელმძღვანელობასთან. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა პრობლემას აქვს მოგვარების გზა, თქვენ კი ჩანაფიქრის ასრულებასთან უკვე ძალიან ახლოს ხართ. საშუალო რგოლში მომუშავე ვერძები ამ პერიოდს სახლისა და ოჯახის პრობლემებს დაუთმობენ, რის გამოც ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეიძლება შეექმნათ. ეცადეთ საქმიანობის სხვადასხვა სახეების ერთმანეთთან შეთავსება ისწავლოთ. თუ არადა რამდენიმედღიანი შვებულება მაინც აიღეთ, რათა საშინაო საქმეები მოაგვაროთ, შემდეგ კი მთელი ყურადღებითა და კონცენტრაციით ჩაეფლოთ სამუშაოში. მარტის ფინანსური ჰოროსკოპი სტაბილურობით გამოირჩევა. ამ თვეში მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად ფინანსური შემოსავლების მატება, ასევე პარტნიორებისგან დახმარების მიღება ან სასურველი კრედიტის გაფორმება. ვერძებს ახლობლების დახმარების იმედიც შეიძლება ჰქონდეთ.

მარტის მთავარი მოვლენები მაინც ოჯახსა და სახლში განვითარდება. ვერძების ნაწილი სწორედ ამ თვეში მოახერხებს ახალ, უფრო უკეთეს სახლში საცხოვრებლად გადასვლას. სრულიად მოსალოდნელია ახალი ბინის, სახლისა თუ აგარაკის შეძენაც. ვერძს შეუძლია საკუთარი უძრავი ქონებაც გაყიდოს – საკმაოდ შემოსავლიანი გარიგება გამოუვა. ამ თვეში ნათესავები, მეგობრები, მეორე ნახევრები ყველა წამოწყებაში გვერდში დაგიდგებიან. ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები ამ პერიოდში ჰარმონიულია, ნათესავებთან კი პრობლემები და კონფლიქტებია მოსალოდნელი. მარტის განმავლობაში ვერძის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა 20-21 მარტს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მკვეთრად შემცირდება და გაითვალისწინეთ.

კურო

კუროსთვის მარტის ჰოროსკოპი ფრიად წინააღმდეგობრივია. კოსმოსის პოზიტიურ გავლენებს ნეგატივი ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც რჩება იმედი, რომ დადებითი ძალები საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევს. პროფესიულ ასპარეზზე საჭიროა ახალ მიმართულებებზე, ახალ ადამიანებზე კონცენტრირდეთ. თქვენი ახალი იდეები საქმიანი პარტნიორების მოწონებას დაიმსახურებს. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ძველი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც თქვენს ბიზნეს საქმიანობაში გარკვეულ როლს შეასრულებენ. მიდებ-მოდებას და ყოყმანს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, ამ პერიოდში ძალიან აქტიურები უნდა იყოთ. ნუ შეგრცხვებათ ყველგან ამტკიცოთ თქვენი პროფესიონალიზმი და ავტორიტეტი. იმოძრავეთ წინ და დაიცავით თქვენი პოზიციები. ვარსკვლავები ბიზნესმენ კუროებს ამ თვეში მწვანე შუქს პირდებიან. პარტნიორებთან ახალი პროექტის განხილვისას ეცადეთ თავიდანვე დაადგინოთ მისი მიმართულება და თქვენი სტატუსი, რითიც სამომავლოდ შესაძლო გაუგებრობებს აარიდებთ თავს. ეცადეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ, რომელთა უმეტესობაც მარტის შუაშია მოსალოდნელი. მარტში კუროს ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. შემოსავლები არ დაიგვიანებს, თვის დასაწყისში კი მსხვილი თანხა შეიძლება მიიღოთ – ლატარიაში მოგება, საჩუქარი ან მოულოდნელი პრემია.

კუროს პირად ცხოვრებაშიც პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. დგება სიამოვნების, ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის დრო. თქვენი დანახვა ყველას და ყველგან უხარიათ, საწინააღმდეგო სქესი კი თქვენდამი აშკარა ინტერესს გამოხატავს. ამ თვეში შეიძლება შეხვდეთ სწორედ იმ ერთადერთს, რომელთანაც დანარჩენ ცხოვრებას გაატარებთ. ეს ყველაფერი კარგია მარტოხელა კუროებისთვის, ხოლო ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, რადგან სერიოზული გატაცების ალბათობა მაღალია, ამან კი არსებული ურთიერთობები შეიძლება დაანგრიოს. დაოჯახებული და სტაბილურ ურთიერთობებში მყოფი კუროები კი შვილების წარმატებით ბედნიერები იქნებიან. მოსწავლეები და სტუდენტები კარგი სწავლით, ხოლო უფროსები პროფესიული წარმატებებით გაგახარებენ. ბევრ ოჯახში მატებაა მოსალოდნელი. მარტში კუროს ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალია, მაგრამ მთავარია, სულის სიმხნევე შეინარჩუნოთ, რაც აუცილებლად გაგაძლიერებთ.

ტყუპები

მარტის თვეში ვარსკვლავები ტყუპებისადმი მეტად კეთილგანწყობილნი არიან. იმოქმედეთ გაბედულად და თამამად თქვით ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. შეუდექით ჩანაფიქრების განხორციელებას – ამაზე ხელსაყრელი დრო თამამი ქმედებისთვის კარგა ხანს არ დადგება. მარტში ტყუპებისთვის პირველ ადგილას პროფესიული, ფინანსური და შესაძლოა, სოციალური სფერო იქნება. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ, სწორედ ახლა მოიტანს საგრძნობ შედეგებს. ყოველ შემთხვევაში, მარტის შუა პერიოდში წარმატებას უნდა ელოდოთ. უმჯობესდება საშუალო რგოლში მომუშავე ტყუპების მდგომარეობაც. მოსალოდნელია დაწინაურება ან ახალი, გაცილებით პერსპექტიული სამსახურის დაწყება. მარტში მოგეცემათ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, თამამად შეგიძლიათ ხელფასის მომატება, პრემია ან რაიმე სახის მატერიალური წახალისება მოსთხოვოთ თქვენს ხელმძღვანელს. მთლიანობაში მარტი ძალიან პოზიტიური თვეა, თუმცა ზოგიერთ ადამიანთან ტყუპებს პრობლემები შეექმნებათ. შეიძლება წამოგიყენონ ფინანსური ხასიათის პრეტენზიები და მათთან დათმობაზე წასვლა მოგიხდეთ. ამის მიუხედავდ მატერიალური მდგომარეობა მაინც გაუმჯობესდება. იზრდება თქვენი შემოსავალი და ხარჯები ისეთი მოცულობის არ არის, რომ საფულე შეგითხელოთ.


კირჩხიბი

თვის დასაწყისში კირჩხიბებს უმნიშვნელო პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ მათ შეჩერებას ვერაფერი შეძლებს. პლანეტების წყალობის მეოხებით, ამ პერიოდში თქვენ დიდი შედეგების უმნიშვნელო ძალისხმევით მიღწევა შეგიძლიათ. მარტის მთავარი ტენდენცია უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობების გაღრმავება იქნება. სწორედ ახლა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრები პარტნიორები ძალიან გააქტიურდებიან და ყველა საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებას ეცდებიან. თუმცა ამ გზაზე კანონთან ან მაკონტროლებელ ორგანოებთან ადრე წარმოქმნილმა დაპირისპირებამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი. მეორე მხრივ, ურთიერთობები კოლეგებსა და მენეჯერ-დაქირავებულებს შორის საკმაოდ რთული იქნება. თუმცა ეს დასახული მიზნების მიღწევაში კირჩხიბებს ხელს ვერ შეუშლის, მით უფრო, რომ მარტის შუა პერიოდისთვის ეს სირთულეებიც აღმოიფხვრება. ამ თვეში მოსალოდნელია საქმიანი მივლინება, რომელიც საინტერესო შეხვედრებს გიქადით – ბევრი ადამიანი თქვენი ახალი გარემოცვიდან ძალიან მალე გამოგადგებათ, ასე რომ, ნუ მოგერიდებათ და აქტიურად შედით მათთან კონტაქტში.  ბიზნესმენმა კირჩხიბებმა მარტში თამამად უნდა მოჰკიდონ ხელი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს – ახლა შეძლებთ მომგებიან ფასად შეიძინოთ ახალი ობიექტი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.  მარტში კირჩხიბებს ბევრი ხარჯი ელოდებათ. ხარჯების ძირითადი პუნქტი ახლობელი ადამიანების საჭიროებები იქნება.


ლომი

მარტში ვარსკვლავები ლომებს მათი დაუოკებელი ძალისა და ენერგიის რაციონალურად გამოყენებას ურჩევენ. თუ ზოდიაქოს ეს ნიშნები ამგვარად მოიქცევიან, ყველაფერი კარგად იქნება. ლომი ამ თვეში სამომავლო პერსპექტივებზე უნდა დაფიქრდეს. ეცადეთ ყველაფერი ისე დაგეგმოთ, რომ დაახლოებით მაინც შეგეძლოთ მომავალი საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების შედეგების პროგნოზირება. თანამედროვე ბიზნესმენი ერთგვარად მოჭადრაკეც არის, რომელსაც რამდენიმე სვლის წინასწარ გამოთვლა უწევს და ასეთ შემთხვევაში სირთულე აღარაფერია. გახსოვდეთ, ამ პერიოდში წარმატება და იღბალი თქვენს მხარესაა. მარტში დადებული ყველა გარიგება შემოსავლიანი და პერსპექტიული იქნება. გელოდებათ წარმატებული მივლინებები და სასარგებლო საქმიანი კონტაქტების შეძენა. მენეჯერმა ლომებმა თავის თანამშრომლებს განკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. გახსოვდეთ, რომ ყველა მათგანს მოვალეობებთან კომპეტენტურად გამკლავება არ შეუძლია. გუნდის განახლების დროა, ამიტომაც დაიწყეთ დაგროვილი რეზიუმეების შესწავლა, მათ შორის შესაძლოა ძალიან ნიჭიერი და სასარგებლო მომავალი თანამშრომლების მონაცემები იყოს. დაქირავებულ ლომებს კი საკმაოდ მძიმე ტვირთის მხრებზე აკიდება მოუხდებათ, შესაბამისად დაწინაურების ან მატერიალური წახალისების იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. მოგეცემათ სამსახურის შეცვლის შანსიც. ლომების მატერიალური მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. მიიღებთ დივიდენდებს, დამატებით მოგებას ან ხელფასი მოგემატებათ. თვის დასაწყისში უნდა გაისტუმროთ ძველი ვალები, თუმცა ეს თქვენს მთლიან საფულეზე საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს.

ლომის პირადი ცხოვრება მარტში მეორე პლანზეა გადაწეული. სამუშაო – უპირველეს ყოვლისა. მეუღლეებსა და დიდი ხნის შეყვარებულებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვილი პატარ-პატარა წყენების მიზეზით დიდი კონფლიქტებია მოსალოდნელი. როგორღაც უნდა გადაიტანოთ და გადალახოთ თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი, გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები და გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ამ პერიპეტიებით გამოწვეული დეპრესიისა და სასოწარკვეთილებისგან სამუშაო გიხსნით. მარტში ლომები ჯანმრთელად და ენერგიულად იგრძნობენ თავს, ვერც ერთი დაავადება მათ ვერ მოერევა. თუმცა საჭესთან ყურადღების გამახვილება მართებთ, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა ამ თვეში მაღალია.

ქალწული

ქალწულის კუთხეში მიმწყვდევას მარტის თვეში ვერავინ მოახერხებს. დაუძინებელი მტრებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი წარმატებული სვლის შეჩერებას. ამ თვეში საკმაოდ ბევრი საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაო გელით. გარემოცვაც თქვენს მხარესაა: პარტნიორები არ გიღალატებენ, მათ ნებისმიერი რთული საკითხის მოგვარებისას შეიძლება დაეყრდნოთ. ასეთი სიტუაციები კი მარტში საკმარისად გექნებათ. პარტნიორთა მონდომება და თქვენი ინიციატივა სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ. მით უფრო, რომ მარტში ქალწულებს მაღალჩინოსნების დახმარების იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. კარგი დროა ძველ მეგობრებთან და სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობის აღსადგენად. ურთიერთობებზე უარს ნუ იტყვით, ახლა ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გაიგოთ. მარტი სასარგებლო ნაცნობების შეძენისა თუ ბიზნესის ადგილიდან დაძვრისთვის ძალიან ხელსაყრელი თვეა. ქალწულებს ყველაფერი ისე გამოსდით, როგორც უნდათ. ბიზნესმენმა ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თანამშრომლებს, რათა მათი უპასუხისმგებლობის ან დაუდევრობის გამო პრობლემები არ შეექმნათ. დაქირავებულ ქალწულებს შეიძლება კოლეგებთან შეექმნათ პრობლემები, მაგრამ ხელმძღვანელობის მხადაჭერა დროებითი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ, მით უფრო, რომ ამ პერიოდში შესანიშნავად უმკლავდებით დაკისრებულ მოვალეობებს. მარტში ქალწულის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და ყველაფერი, ანუ შემოსავლების შემოსვლაც და ხარჯების გაწევაც დაგეგმილი სცენარით ვითარდება.

აი, პირად ცხოვრებაში კი ქალწულებს არც ისე ჰარმონიული ვითარება აქვთ. ახალმა, სასიამოვნო ნაცნობობამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ძველი, უკვე გამოცდილი და ძვირფასი ურთიერთობები. ღალატი და ეჭვიანობა – აი, ქალწულების პირადი ცხოვრების ლაიტმოტივი მარტის თვეში. ეს შეიძლება შეეხოს დაოჯახებულ ან დიდი ხნის პარტნიორებსაც. სიტუაცია დროთა განმავლობაში დაგროვილი პატარ-პატარა წყენების გამო შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ განქორწინებაზე საუბარი მაინც დაიწყო, დღის წესრიგში ქონების, პირველ რიგში კი, უძრავი ქონების გაყოფის საკითხი დადგება. ნათესავებთან მშვენიერი ურთიერთობა გექნებათ. ძველ წყენებს დაივიწყებთ და ისევე მშვიდობიანად განაგრძობთ თანაარსებობას, როგორც აქამდე. შესაძლებელია სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მცხოვრებ ნათესავებს ესტუმროთ ან პირიქით, ისინი გეწვიონ. მარტში დაგეგმილი ნებისმიერი სახის მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება. მარტში ქალწულის მებრძოლი სული იმავე სიძლიერის სხეულს ითხოვს, ამიტომ ეცადეთ, საკუთარ ორგანიზმს ფრთხილად მოექცეთ. არ დაუშვათ გადატვირთვა და გახსოვდეთ, რომ წინ კიდევ ბევრი დიდი საქმე გელით.

სასწორი

მარტში სასწორის ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ურთიერთობები ექნება გარშემომყოფებთან, კოლეგები იქნებიან ისინი, ახლობელი ადამიანები თუ საქმიანი პარტნიორები. ამ უკანასკნელთა პოზიტიური განწყობა და დახმარების სურვილი სასწორს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მარტში მოსალოდნელია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომელიც სავარაუდოდ უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული. შეიძლება გადახვიდეთ სხვა ოფისში, გააფართოვოთ ბიზნესი, შეიძინოთ უძრავი ქონება საზღვარგარეთ და ა.შ. ამ საკითხების მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენი საქმიანი პარტნიორები ან ახლობელი ადამიანები, თუ საქმე ოჯახურ საწარმოს ეხება. დროა საქმიანობის სფეროს გაფართოებაზე და რეგიონულ ან საერთაშორისო დონეზე გასვლაზე იფიქროთ. მარტის შუაში თქვენს საქმეებში გარღვევა მოხდება და სავარაუდოდ, პრობლემა, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევდათ, მთლიანად თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. სასწორების ფინანსური მდგომარეობა მარტის თვეში დამაკმაყოფილებელია. შეიძლება გააფორმოთ კრედიტი თქვენთვის სასურველი პირობებით ან ბიზნეს პარტნიორებისგან მიიღოთ ფინანსური დახმარება.


მორიელი

მარტი მორიელებს უამრავ შესაძლებლობას მოუტანს და სასურველი მიზნის მიღწევა ყოველდღიურად უფრო და უფრო მოახლოვდება. ამ თვეში მორიელის მთავარი მიღწევა სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის ნორმალიზება იქნება. მარტის შუა დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გელით. ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებებში კონსესუსის მიღწევა, ხანგრძლივი პროფესიული პერსპექტივების განსაზღვრა, კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმება. ახლა მოშვების დრო არ არის, წინ ბევრი სამუშაო გელით. მართალია, უმთავრესი გაკეთებულია, მაგრამ მიმდინარე საქმე ბევრია და შეგიძლიათ ის აუჩქარებლად და თანმიმდევრულად აკეთოთ. მარტი ძალიან კარგი დროა ახალი ნაცნობების შეძენისა და ძველი კონტაქტების გასაახლებლად. მოსალოდნელია მივლინება სხვა ქალაქში ან ქვეყანაში, რომლის ინიციატორიც ყოფილი პარტნიორები ან ძველი მეგობრები იქნებიან. სწორედ ისინი ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს თქვენს ცხოვრებაში ახალი, სასარგებლო ნაცნობების გამოჩენაში. მიუხედავად საქმიანი წარმატებებისა, მორიელის ფინანსური სიტუაცია მთლად სტაბილური არ არის. შეიძლება დაუგეგმავი ხარჯების გაწევა მოგიხდეთ, რაც ძველ პროექტთან იქნება დაკავშირებული. თუ ბიზნესსამყაროსთან არ ხართ დაკავშირებული, თქვენი ხარჯები ბავშვებისა და ახლობელი ადამიანების საჭიროებისკენ იქნება მიმართული.

მარტი ძალიან ხელსაყრელი თვეა რომატიკული ურთიერთობებისთვის. მარტოხელა მორიელებს თავიანთი ნამდვილი მეორე ნახევრების პოვნის შანსი მიეცემათ. შეიძლება ძველი რომანიც კი განაახლოთ – თუ ასეთი შესაძლებლობა მოგეცემათ, უკან ნუ დაიხევთ, გრძნობები ადრინდელზე უფრო მძაფრი იქნება და ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოდ განვითარდება. ოჯახურ წყვილებს კი ყველაფერი რიგზე არ ექნებათ. კამათი, ჩხუბი, წყენები, ეჭვიანობა – ეს იქნება თქვენი ოჯახური ცხოვრების ლაიტმოტივი მარტის თვეში. ეცადეთ ეს რთული პერიოდი მშვიდად გადაიტანოთ, მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის და ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ყოველთვის მონახავთ. ყოველდღიურ სირთულეებს ბავშვები შეგიმსუბუქებენ თავიანთ მიღწევებითა და კარგი ქცევით. თქვენს შვილებს მარტის თვეში წარმატებული პერიოდი დაეწყებათ. თქვენს ჯანმრთელობას ამ თვეში არაფერი ემუქრება, თუმცა 19-20 მარტს მაინც ფრთხილად იყავით. ეცადეთ ეს დღეები მშვიდად და განმარტოებაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

მარტი ხელსაყრელი თვეა მშვილდოსნის შემოქმედებითი უნარების აქტიურად გამოვლენისა და საქმიანი კავშირების განმტკიცებისთვის. იღბალი თქვენ მხარესაა, ამიტომაც მოცემული შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეთ. მშვილდოსნის ჰოროსკოპში მარტი გარღვევის თვედაა გამოცხადებული. ამ ნიშნის წარმომადგენლებს პროგრესი ექნებათ ნებისმიერ საქმეში, რასაც უნდა მოჰკიდონ ხელი. მშვილდოსანმა შეიძლება დადოს მომგებიანი კონტრაქტი, მიიღოს ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის წინადადება. ამ თვეში მიღებული ახალი თანამშრომლები სამომავლოდ თქვენი საიმედო დასაყრდენი იქნებიან. შესაძლებელია, ოფისში დაბრუნდნენ ძველი კოლეგებიც, რომელთაც ადრე არ ენდობოდით. მშვილდოსნები, რომლებიც საშუალო რანგის პოზიციებზე მუშაობენ, მარტში ხელმძღვანელობისა და სხვა კოლეგების მხარდაჭერით ისარგებლებენ. ამ თვეში მოსალოდნელია დაწინაურება ან ახალი, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურიდან წინადადების მიღება. მშვილდოსანთა ნაწილმა ამ პერიოდში ახალი, საკუთარი საქმის წამოწყებაც შეიძლება გარისკოს. მართალია, ეს ძველ, საიმედო პარტნიორებთან ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, მაგრამ ვერაფერს იზამთ, მსგავსი ნაბიჯი თქვენი მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია. მარტში მშვილდოსნის ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ყოველ შემთხვევაში დაუგეგმავი ხარჯები არ გელოდებათ.

პირად ცხოვრებას კი, სამწუხაროდ, ამ თვეში პოზიტიურს ვერ დავარქმევთ. ყოველ შემთხვევაში, მშვილდოსნის პროფესიული ცხოვრება გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე პირადი საქმეები. შეყვარებულებს იმედგაცრუება, წვრილმანი წყენები და ურთიერთპრეტენზიები ელით. თუ საქმე განხეთქილებისკენ მიდის, ეს სავარაუდოდ, უახლოეს 2-3 თვეში მოხდება. თუმცა მშვილდოსანი მარტო ნამდვილად არ დარჩება – ვარსკვლავები მას საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს ჰპირდებიან. მოსალოდნელია სამსახურეობრივი რომანის გაჩაღებაც და ეს ურთიერთობა ბევრად უფრო სერიოზულად განვითარდება, ვიდრე ელოდით. ამ თვეში გართულდება ურთიერთობები უფროს ნათესავებთან. მარტის თვეში მშვილდოსნის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, მაგრამ ზედმეტად გადატვირთვის უფლება მაინც არ უნდა მისცეთ თავს. ივარჯიშეთ და ჯანსაღად იკვებეთ.

თხის რქა

თხის რქა საკუთარი ინტერესების ყველაფრის ფასად დასაცავად უნდა ემზადოს. ეს განსაკუთრებით ბიზნესმენ თხის რქებს ეხებათ, რადგან მათ ირგვლივ ჯანსაღი კონკურენცია გამძაფრდება. ამ უკანასკნელთათვის მარტი საკმაოდ აქტიური და დატვირთული თვე იქნება. სრულყოფილად დარეგულირდება ურთიერთობა საზღვარგარეთელ კოლეგებთან, შესაძლოა მათთან შესახვედრად მივლინებაშიც კი წახვიდეთ. სწორედ ასეთი ვიზიტი დაგეხმარებათ გარკვეული საკითხების საბოლოოდ გარკვევასა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ თანხმობის მიღწევაში. ძალზე აქტუალურია თხის რქებისთვის კონტაქტები ძველ მეგობრებთან და პარტნიორებთან. მოსალოდნელია, ისინი იქცნენ ახალი, პერსპექტიული კავშირების შეძენის საქმეში თქვენს სასტარტო არენად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს და ეცადეთ, ყველა მომენტი დეტალურად იყოს გაწერილი, რათა მოგვიანებით ამ ნიადაგზე პრობლემები არ შეგექმნათ. უამრავი შეხვედრებისა და ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე ფინანსური თემატიკა შეიძლება მხედველობიდან გამოგრჩეთ, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება. გახსოვდეთ, მარტში მოსალოდნელია კონტროლის გამკაცრება ზემდგომი ორგანოების მხრიდან, ამიტომ დოკუმენტები მუდმივად წესრიგში გქონდეთ. თხის რქების ზოგადი ფინანსური სიტუაცია საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, განსაკუთრებით, თუ ზემოთ მოცემულ რეკომენდაციას გაითვალისწინებთ. 1-3, 9-11, 18-20 და 28 მარტს თქვენი ბიუჯეტი საგრძნობი თანხებით შეივსება. მართალია, ხარჯებიც არანაკლები გაქვთ, მაგრამ რაც მთავარია, მინუსში არ გახვალთ.

პირად ასპარეზზეც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. კერძოდ, ეს ეხება იმ თხის რქებს, რომელთაც სულ ახლახანს წამოიწყეს ურთიერთობები. უნდა გესმოდეთ, რომ ეს რომანი საკმაოდ სერიოზულად ვითარდება და შესაძლოა, ქორწინებითაც კი დასრულდეს. თუ ამაზე ოცნებობდით, მშვენიერია – შეგიძლიათ თამამად აქციოთ რეალობად თქვენი ნატვრები. ხოლო თუ პარტნიორი ან მეუღლე გყავთ, კარგად დაფიქრდით, სანამ არსებულ ურთიერთობას რისკის წინაშე დააყენებთ. ნათესავებთან ურთიერთობები ნორმალიზდება, შესაძლოა მათ სანახავად სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქშიც კი წახვიდეთ. თხის რქის ენერგეტიკულ პოტენციალს მარტის თვეში მაღალს ვერ ვუწოდებთ. მჩქეფარე აქტიურობის დღეები ძალების სრული გამოცლით შეიცვლება, შესაბამისად ჯანმრთელობას გაფრთხილება სჭირდება.

მერწყული

ბევრი რამ ამ თვეში დამოკიდებული იქნება გარშემომყოფებთან, ბიზნეს პარტნიორებთან თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს როგორ დაალაგებთ. ასე რომ, მარტში თქვენი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების სრული დატვირთვით გამოყენება მოგიწევთ.  მერწყულის ბიზნეს ჰოროსკოპი დამაიმედებელია. განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარში, როცა თქვენი საქმის გაფართოების დაწყებას შეძლებთ. მარტში მოსალოდნელია წინსვლა იმ საკითხების მოგვარების საქმეში, რომლებიც უძრავ ქონებას ეხება. ამასთან ერთად, შესაძლოა ოდნავ გაგირთულდეთ ურთიერთობები უცხოეთში ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ საქმიან პარტნიორებთან. წარმოიშვება ძალიან რთულად მოსაგვარებელი პრობლემა და ის შეიძლება ისეთი ჩახლართული აღმოჩნდეს, რომ ბევრმა სიტუაციის გამოსწორების მცდელობას უბრალოდ გარიდება ამჯობინოს. მარტი კარგი დროა ოჯახური ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარებისთვის და ეს აიხსნება ახლობლების მზადყოფნით მერწყულების დასახმარებლად, ამჯერად არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. მარტის დასაწყისში საქმიან პარტნიორებთან ფინანსურ საკითხებზეც გექნებათ უთანხმოება, თუმცა ეს სიტუაცია  ძალიან მალე დარეგულირდება და მათგან მხარდაჭერაც არ მოგაკლდებათ. თვის შუაში შეძლებთ სასურველი კრედიტის ძალიან კარგი პირობებით აღებას.

მარტში მერწყულებს სახლსა და ოჯახში ბევრი საქმე ექნებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი საცხოვრებელი სახლის გამოცვლას შეიძლება ეხებოდეს. ზოგიერთი მერწყული მარტშივე შეიცვლის სახლს, ზოგი კი თვის დიდ ნაწილს დოკუმენტების მოწესრიგებაში და რემონტში გაატარებს. ნათესავებთან ურთიერთობას იდეალურს ამ თვეში ძნელად დავარქმევთ. ურთიერთპრეტენზიების გამოთქმა საკმაოდ გახშირდება.

თევზები

მარტში ყველა კოზირი თქვენს ხელშია. ეცადეთ ჩანაფიქრები სწორედ ახლა აქციოთ რეალობად. დაამყარეთ მომგებიანი კავშირები და მიიღეთ სარგებელი ნებისმიერი სიტუაციიდან – ამ თვეში ეს გეგმა სავსებით რეალურია. მარტში თევზების მთავარი პროფესიული თვისება სისწრაფე იქნება. განახორციელეთ ჩანაფიქრები ახლა და არაფერი გადადოთ მეორე დღისთვის. თითქმის ყველა სიტუაციის თქვენთვის სასურველი კუთხით მოტრიალებას მოახერხებთ, თუ ცვლილებების არ შეგეშინდებათ და არც საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას მოერიდებით. ცვლილებები მაინც გარდაუვალია, შესაბამისად, ჯობს შანსი გამოიყენოთ და ცხოვრება უკეთესად მოიწყოთ. მარტში მოსალოდნელია სხვა ქვეყნებიდან ან ქალაქებიდან საინტერესო წინადადებების მიღება, რაც სულ მცირე, თქვენს საქმიან კონტაქტებს გააფართოვებს. გელოდებათ მივლინება, ან შესაძლოა თქვენი საქმიანი პარტნიორი თავად გეწვიოთ მომავალი თანამშრომლობის პირობების შესათანხმებლად. საშუალო რგოლში მომუშავე თევზებს კი კარიერულ კიბეზე აღმასვლის შესაძლებლობა მიეცემათ. მოსალოდნელია სხვა კომპანიების ხელმძღვანელებისგან საინტერესო წინადადებების მიღება ან პოზიციების განმტკიცება არსებულ სამსახურში.  დროა აირჩიოთ ის საქმიანობა, რომელიც მართლაც მოგწონთ და გიტაცებთ. გახსოვდეთ, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში ბევრჯერ არ მოგეცემათ. ეძებეთ დასაყრდენი თქვენს მეგობრებში, ისინი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაგეხმარებიან. თევზების ფინანსური მდგომარეობა მარტში საკმაოდ სტაბილურია, შემოსავლები არათუ რეგულარულად შემოდის, არამედ იმატებს კიდეც. ხარჯები კი მხოლოდ პოზიტიური მიზნებისთვის გჭირდებათ.

მარტში თევზების ცხოვრებაში პრიორიტეტი პროფესიული საქმიანობაა და სავარაუდოდ, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ ეყოფათ. თუმცა ახლობლები ნაწყენი არ დარჩებიან, რადგან კარგად ესმით, რომ თევზები სწორედ მათთვის იღწვიან. პირიქით, ნათესავების მხრიდან მხარდაჭერის იმედიც გქონდეთ. საინტერესო თვე იქნება მარტოხელა თევზებისთვის. მათ ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან, რომელთანაც ურთიერთობას ახალი გრძნობით განაახლებს. მარტის თვეში თევზები თავს შესანიშნავად გრძნობენ და არც მათი ენერგეტიკული პოტენციალია ცუდ მდგომარეობაში. დაავადებების არ შეგეშინდეთ.

https://friday.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები