2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ოსკარი 2017" ის წითელი ხალიჩის შავი კაბები

                                                                                         სუზი მკრტიჩიანი

"ოსკარი 2017" ის   წითელი ხალიჩის მთავარი ტრენდი შავი ფერი იყო.  იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც არჩევანი შეაჩერეს  შავ ფერზე  ალისია ვიკანდერიც აღმოჩნდა .  მსახიობმა საყვარელ ბრენდს Louis Vuitton -ს უარი არც ამჯერად უთხრა.. მაქმანებიანი შავი კაბა მის ტანზე ნამდვილა უნაკლოდ გამოიყურებოდა.. 

 შავ ფერზე არჩევანი შეაჩერა ასევე მსახიობმა  ბრი ლარსონმა ( მან გასულ წელს ოსკარი მიიღო ფილმზე "ოთახი") წითელ ხალიჩაზე Oscar de la Renta -ს კაბა  ლარსონის ტანზე ნამდვილად უნაკლოდ გამოიყურებოდა

 46 წლის მსახიობი ტარაჯი ჰენსონი წითელი ხალიჩის ვარსკვლავად Alberta Ferretti -ის მიერ შექმნილი შავი კაბის წყალობით გახდა . 


 Christian Dior-ის შავ კაბაზე შეაჩერა არჩევანი კირსტენ დანსტმაც

სელმა ჰაიეკის ჩაცმულობა ყველაზე საკამათო თემად იქცა ოსკარებზე, ამის მიზეზი კი კაბის წვრილი ბრეტელები და ძალიან გამჭვირვალე ზედა გახდა . თუმცა მიუხედავად ამისა, სელმა ჰაიეკის კაბა Alexander McQueen-გან მაინც დიდ მოწონებას იმსახურებს 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები