2 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ჩავქოლოთ მაია ასათიანი“ და ეს უნახავს ნუცას"-ნახეთ რაზე ალაპარაკდა მაია ასათიანის მეგობარი


 მაია ასათიანის მიმართ სამძიმარის წერილები არ ჩერდება სოციალურ ქსელში , მაიას მეგობარი  და ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა  ჯორბენაძე კი ნახეთ რას იხსენებს 


"რამდენიმე წლის წინ, მორიგი თავდასხმების პერიოდში მაიკო ვნახე, თითქოს უკვე გამომუშავებული ჰქონდა იმუნიტეტი, მაგრამ განსაკუთრებულად დათრგუნული მეჩვენა. როგორც გაირკვა, ვიღაცას თუ ვიღაცეებს შეუქმნიათ ფბ. გვერდი სახელწოდებით „ჩავქოლოთ მაია ასათიანი“ და ეს უნახავს ნუცას, დაახლოებით 6-7 წლის წინანდელი ამბავია, ბოროტი ადამიანების ავი განზრახვის შეშინებია პატარა ნუცას... 

ჩვენს გარშემო თავის წარმოჩენა და იმის დამტკიცება, რომ რაღაცას წარმოადგენენ საუბედუროდ, მხოლოდ სოციალურ ქსელებში შეუძლიათ ზოგიერთებს, უმეტესად, სხვისი დაცინვით და უკიდურესად უნიჭო ვითომდა ხუმრობებით. 
არათუ სიტყვას, ყველამ ვიცით, რომ ცუდ ზრახვებსაც კი აქვთ თავიანთი ცუდი ძალა, რა არის სხვების ლანძღვის დაუცხრომელი ვნება ან ეს ქილიკი ყველაზე და ყველაფერზე რატომ ვაქციეთ ტრენდათ???
და ვინც ადამიანებს სოფლელებად და სვეტებად ანაწევრებს, შეატყობინეთ, რომ უფრო დიდი სივიწროვე და მართლა სიგოიმე აღარსად არსებობს. ჯერ კიდევ იქ ვართ, საბჭოთა სინამდვილეში, ეს იმ სისტემის დროს შექმნილი გაუკუღმართებაა!!!
კიდევ მახსენდება გალა-კონცერტი ათენში, სადაც აღიარებული ქართველი მუსიკოსების წარსადგენად მაია ასათაიანი გამოვიდა სცენაზე, ისე დაიგუგუნა დარბაზმა, ისეთი ტაში და ოვაცია ატყდა, რომ თავიდან ცოტა შეგვეშინდა, სანამ ფარდიდან დარბაზში არ გავიხედეთ, ვერ მივხვდით რა ხდებოდა. და როდესაც კონცერტის შემდეგ, ათენში მცხოვრებმა ქართველებმა განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადეს მაიკოსთან შეხვედრის გამო და გვიამბეს თუ როგორ იკრიბებოდნენ ყოველ ხუთშაბათს და ერთად უყურებდნენ „პროფილს“, ყველაფერი ცხადი გახდა.
მაია ასათიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, საკუთარი ნიჭითა და შრომით ერთგულად ემსახურება თავის მაყურებელს! ვისაც მისი გაკეთებული არ მოსწონს, თავისი ნაშრომი გვანახოს ერთხელ!
ძალიან ვნანობ, რომ როდესაც გადავაწყდებოდი რაიმე ნეგატიურს და უსამართლოს მის შესახებ, არ ვპასუხობდი... კიდევ ბევრ სხვას არ ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ დღეიდან არ ვიცი რომელია სწორი - შენი საქმე აკეთო და იფიქრო იმაზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეგიძლია ადამაინებისთვის თუ ებრძოლო ამ საშიშ ვირუსს, ყველაზე და ყველაფერზე გადავლის დაუოკებელ ვნებას. თან რაღაც დაჯგუფებებად რომ არიან და ელოდებიან უფრო „ყოვლისმცოდნე“ რას დაწერს, რომ დანარჩენებმა მიაყოლონ. უკვე რა ხანია მართლა ვირუსივით მოგვედო და დღიდან უკვე ვიცით, რომ ეს ვირუსი კლავს!!!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები