1 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. 

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოში “ბრავო რექორდსს“ ჩამოჰყავს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური მხარეები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. 

bm.ge-ის წყაროს ინფორმაციით, მერაია ქერის ჩამოყვანის ჰონორარი და სხვა ხარჯები პროექტ Check in Georgia-სთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხებიდან დაიფარება. 

გამომდინარე იქიდან, რომ მერაია ქერის ჩამოყვანაზე საბოლოო კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არაა, ჰონორარის დასახელებისგან BM.ge თავს იკავებს. 

„რომელი ვარსკვლავის კონცერტს დაესწრებოდით BLACK SEA ARENA-ზე?“, -  შეგახსენებთ, რომ ამ შინაარსის გამოკითხვა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და Black Sea Arena-მგასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნეს. 

იმ საერთაშორისო ვარსკვლავებს შორის, ვისთვისაც მოქალაქეებს ხმის მიცემა შეეძლოთ, იყვნენ: მერაია ქერი, უილ სმიტი, Earth, Wind and Fire, შადე, კაილი მინოუგი, სტინგი, „დეფეშმოუდი“, „მობი“, ლაიონელ რიჩი, “ბლექ აიდ ფისი“, "ფროდიჯი“, 50 Cent და ჯესი ჯეი. 

როგორც მაშინ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, გამოკითხვის მიზანი იყო, Black Sea Arena-ს მენეჯმენტს გაეგო, თუ რომელი ვარსკვლავის კონცერტზე დასწრება სურდათ მოქალაქეებს. 

შეგახსენებთ, არსებული ფორმით Check in Georgia-ს არაეფექტიანობა წინა წლის ბოლოს ხელისუფლებამაც აღიარა. 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს, თუ რა ფორმით გაგრძელდება ეს პროექტი, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როგორი იქნება სახეცვლილი Check in Georgia, რისთვისაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი უკვე განსაზღვრულია. 

წყარო: www.bm.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები