1 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე" - ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მინიჭების საკითხზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა. 

„რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი, ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად ისტორიული დღეა, ეს ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა - საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი, ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები