1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებული ლიმონათის დიდი პარტია აღმოაჩინეს

აჭარაში სამართალდამცველებმა კუსტარულ საამქროს მიაგნეს, სადაც მოქალაქე ფალსიფიცირებულ ლიმონათს ამზადებდა და ყიდდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ახორციელებდა ლიმონათის წარმოებას, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს - შეცვლილია თვისობრიობა. შესაბამისად, პროდუქცია ფალსიფიცირებულია. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი და ტარა.

გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 197-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები