1 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიღომში "ჰაუზ მარკეტის" გაძარცვა სცადეს - ჩატეხილია მაღაზიის შუშა

ჩამოტვირთვა

გუშინ ღამით ლუბლიანას 11 ნომერში მდებარე მარკეტ „ჰაუსის“ გაძარცვა სცადეს. მარკეტის მინა ჩამსხვრეულია და ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დრონი.ჯი ესაუბრა მარკეტის თანამშრომელს. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა მარკეტს არასრულწლოვანი ბავშვების 4 კაციანი ჯგუფი დაესხა თავს, ჩაამსხვრიეს მინა, თუმცა ვერაფრის წაღება მოახერხეს.

„ეს რათქმაუნდა კამერებზეც ჩანს, თუმცა გამოძიება ვერ აკავებს მათ, რადგან ბავშვები არიან. ამ ბავშვებმა, რამდენიმე დღის წინ გვერდზე ავეჯის მაღაზია „ბელ ჰაუსსზეც“ სცადეს თავდასხმა“- აცხადებს მარკეტის თანამშრომელი.

ამჟამად მარკეტის ნაწილს ყვითელი ლენტი აქვს შემოვლებული და ადგილზე იმოფებიან საგამოძიებო უწყების თანამშრომლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები