თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
კომისიის განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ტყუილს და მისი შინაარსი აგებულია იმ ფორმით, რომ მიზანმიმართულად მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კომისია ცდილობს თავისი წარუმატებლობა 5G აუქციონთან დაკავშირებით (EU-ს რეკომენდაცია) სხვებს გადააბრალოს. აღნიშნულის გათვალისწინებით თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია 5G აუქციონთან დაკავშირებით.
იმისათვის, რომ სრულყოფილი 5G ქსელი აიგოს, საჭიროა ოპერატორ კომპანიას შეძენილი ჰქონდეს სიხშირეები 3400-3700 მგჰც და 700 მგჰც დიაპაზონიდან. რომელიმე სიხშირის შესაბამისი რაოდენობის/ზოლის არ ქონა ხსენებული დიაპაზონიდან გამოიწვევს უხარისხო 5G ქსელს, ასევე, კომისია აუქციონის სხვა სიხშირეებთან მიმართებაში არღვევს კანონით გათვალისწინებულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რაც მშვენივრად მოეხსენება კომისიას. მიუხედავად ამისა, კომისიამ 5G ქსელის ასაგებად ისე გამოიტანა სიხშირეები, რომ უპირობოდ უბიძგებდა ოპერატორს სრულყოფილი, ხარისხიანი 5G ქსელის ასაგებად შეეძინა სიხშირე MVNO-ს იძულებითი დაშვების ვალდებულებით.
აქვე, ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად, განვმარტავთ (რაც ასევე საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს) რომ „მაგთიკომი“ არ არის წინააღმდეგი საქართველოში არსებობდნენ/ოპერირებდნენ MVNO-ები, თუ ურთიერთობა დაფუძნებული იქნება პარტნიორობაზე, ჯანსაღ ბიზნეს პრინციპებზე და იქნება მომგებიანი/სასარგებლო ორივე მხარისათვის და არა კომისიის ძალდატანებით, სადაც კომისია უკვე განსაზღვრულად მოიაზრება დაძალებითი MVNO-ს მხარედ და არა ნეიტრალურ არბიტრად.
„მაგთიკომი“ ებრძვის და წინააღმდეგია, როდესაც კომისია არაბუნებრივ ინტერესს ავლენს იძულებითი MVNO-ის საკითხის მიმართ, იქცევა ტენდენციურად, არაკვალიფიციურად და ცდილობს სათანადო დასაბუთების/კვლევის გარეშე გააჩინოს ან შექმნას არაპროპორციული იძულებითი მექანიზმები, რაც, თავის მხრივ, კომისიის მიერ წინასწარ, ცბიერად დაგეგმილი და ხელოვნური რისკის მატარებელი ხდება „მაგთიკომისათვის“.
საგულისხმოა, რომ კომისია, რომელიც საჯაროდ და დეკლარირებულად გვევლინება „ფეიკ ნიუსებთან“ მებრძოლად, მოცემულ შემთხვევაში (და ეს არაა პირველი შემთხვევა) თავად არის დეზინფორმაციის მთავარი წყარო და მისი გამავრცელებელი. კომისიის მხრიდან არასაქმიანი და არაეთიკურია იმის გავრცელება, რაც ფაქტობრივად არ ყოფილა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „მაგთიკომმა“ სამუშაო რეჟიმშიც და საჯარო სხდომაზეც კომისიას წინასწარ განუცხადა, რომ 5G აუქციონის პირობები არ ქმნიდა რეალურ ალტერნატივას, რომლის საფუძველზეც „მაგთიკომი“ შეძლებდა საკუთარი სტრატეგიით გათვალისწინებულ სიხშირეების შეძენას იძულებითი MVNO-ის არსებობის გარეშე, კომისიამ „მაგთიკომის“ ეს პოზიცია არ მოისმინა (არ გაითვალისწინა) და, უფრო მეტიც, უსაფუძვლოდ მოხდა ჩვენი დადანაშაულება რომ დავარღვიეთ ის პირობა, რომელიც არც არასდროს გაგვიცია.
საქართველოში მეხუთე თაობას (5G ტექნოლოგიას) მხოლოდ ერთი ოპერატორი არ დანერგავს. საზოგადოებას და, პირველ რიგში, ჩვენს აბონენტებს გვინდა ვუთხრათ და დავპირდეთ, რომ „მაგთიკომი“ სტანდარტულად, ისევე როგორც სხვა წინა ტექნოლოგიების შემთხვევაში, იქნება კომპანია, რომელიც ყველაზე წარმატებულად და სრულყოფილად დანერგავს მეხუთე თაობას (5G) საქართველოში, ისევე როგორც ეს ყოველთვის აქამდე სხვა ტექნოლოგიებზე გვიკეთებია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, კონკრეტული გეგმა, შესაძლებლობა, ფინანსური რესურსი და კვალიფიკაცია. როდის მოხდება ეს? მას შემდეგ, რაც კომისია ტყუილების ტირაჟირების ნაცვლად აირჩევს საქმიან მიდგომას, მოისმენს და გაითვალისწინებს დარგში მოღვაწე სუბიექტების ხმას. დღეს, კომისიამ თავის არასაქმიანი მიდგომებით დროში გადაავადა როგორც ახალი ტექნოლოგიის წარმატებულად დანერგვის შესაძლებლობა, ასევე საქართველოში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნეგატიური მოცემულობა დროის მოკლე პერიოდში შეიცვლება. ჩვენი ხედვაა, რომ დარგის მარეგულირებელი და ავტორიზებული პირები ერთობლივად და კონსტრუქციულად უნდა ზრუნავდნენ ახალი ტექნოლოგიების დასანერგად და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო პრობლემის აღმოფხვრაზე და არა პირიქით, კომისია გვევლინებოდეს მთავარ ბარიერად ახალი ტექნოლოგიის დასანერგად.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები