თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომად...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
|
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ბრენდის, Volvo-ს წარმომადგენლობა საქართველოში, „ვოლვო ქარ საქართველო“ ხელოვანების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. კომპანიისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობა, ადამიანებზე, პლანეტაზე ზრუნვასთან ერთად, კულტურის განვითარების ხელშეწყობასაც მოიცავს.
უკვე მეორე წელია კომპანია Stockton-თან და Stockton Records-თან სწორედ ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობს.
2022 წლის განმავლობაში ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის MokuMoku-ს სხვადასხვა ღონისძიების მიმართულებით წარმატებული პარტნიორობის შემდეგ „ვოლვო ქარ საქართველო“ Stockton-თან თანამშრომლობას მიმდინარე წელსაც აგრძელებს. ამ მეგობრობის ნაწილია 2 მარტს Mono Hall-ში დაგეგმილი MokuMoku-ს ახალი ალბომის - „Off The Record“-ის პრეზენტაციის მხარდაჭერა.
კოკა გოგოხია, Stockton Records-ის დამფუძნებელი: „ჩვენი თანამშრომლობა გასულ წელს, MokuMoku Invites-ის სერიის ფარგლებში, დაიწყო. ეს სერია Stockton Records-ის სტუდიაში იმართება და მსმენელს საშუალება აქვს, უშუალო გარემოში მოუსმინოს როგორც MokuMoku-ს, ისე მოწვეულ ადგილობრივ არტისტებს. მსგავსი ფორმატი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა, რაც მიმაჩნია, რომ ამ ღონისძიებების ყველაზე საინტერესო ნაწილია. ახალ ალბომში რამდენიმე ტრეკია, რომლებიც ამ სესიების დროს დაიბადა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი კრებულის ჟღერადობაზე MokuMoku Invites-მა თავისი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ამიტომაცაა, რომ ეს პროექტი ჩვენთვის შემოქმედებითი პროცესის ნაწილი გახდა. ახლა კი დადგა დრო, რომ თითქმის 1-წლიანი შრომის შედეგი ბევრად დიდ მასშტაბში გადმოვიტანოთ და მაყურებელს ძალიან დასამახსოვრებელი შოუ შევთავაზოთ. გვიხარია, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ამ პროექტშიც გვიჭერს მხარს“.
MokuMoku მსმენელს ახალ ალბომს სამწლიანი პაუზის შემდეგ წარუდგენს. ალბომის ჟღერადობა სრულიად განსხვავდება წინა ნამუშევრებისგან, ის უფრო მეტად როკმუსიკის ელემენტებს შეიცავს. ბენდი 2014 წელს შეიქმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. ბენდის წევრთა რაოდენობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. ის მსმენელებს ჰიპ-ჰოპ მუსიკის, ფანკისა და ჯაზის მრავალფეროვან კომბინაციას სთავაზობს. ამ დროისთვის MokuMoku-ს მუსიკალური ნამუშევრები ოთხი ალბომითა და რამდენიმე სინგლითაა წარმოდგენილი.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კომპანიის მიზანია, ადგილობრივ არტისტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მუშაობასა და განვითარებაში. MokuMoku-ს ახალი ალბომის პრეზენტაციის მხარდაჭერით „ვოლვო ქარ კავკასია“ ისევ და ისევ მხარს უჭერს ნიჭიერ ქართველ შემსრულებლებს და პარალელურად შესაძლებლობას აძლევს მსმენელს, მოუსმინოს ბენდს და მიიღოს სიამოვნება. ზოგადად, ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი ხელშეწყობა ჩვენი ბრენდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვინდა ახალგაზრდა ქართველ არტისტებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ“.
„ვოლვო ქარ საქართველო“ და Stockton-ის თანამშრომლობა MokuMoku-ს სხვადასხვა ღონისძიების მხარდაჭერას მთელი 2023 წლის განმავლობაში ითვალისწინებს. მსოფლიო და, მათ შორის, ქართულ ბაზარზე წარმატებული საავტომობილო ბრენდი ახალგაზრდული მუსიკალური ბენდის ყველა ღონისძიებაში იქნება ჩართული.
--
"ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს კავკასიის ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები